
მარტივზე მარტივი, მაგრამ როგორი გემრიელი! დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ, მით უფრო ლუდზე მისაყოლებლად ;) მე გაყინული კალმარით მოვამზადე, მაგრამ კარფურში გაუყინავიც ბევრჯერ ვნახე და ალბათ ასეთით უფრო გემრიელიც გამოვიდოდა.
250 გ გარჩეული კალმარი (დაახლოებით 2 ცალი მოზრდილი)
100 მლ თეთრი ღვინო
2 ს.კ ფქვილი
1 ს.კ სიმინდის ფქვილი
2 კბილი ნიორი
წიწაკა ან პილპილი
მარილი
ლიმონის ნაჭრები
კალმარები თუ გაყინულია გავალღვოთ, გავრეცხოთ, შევაშროთ ზედმეტი წყლისგან და დავჭრათ რგოლებად.
ორივე სახის ფქვილი შევურიოთ, დავასხათ ღვინო, დავამატოთ გემოვნებით წიწაკა ან პილპილი, მარილი, დაჭრილი ნიორი.
ღრმა ქვაბში ან ტაფაში გავაცხელოთ ზეთი.
კალმარები ამოვავლოთ ამ ცომში და ნაწილ-ნაწილ შევწვათ ცხელ ზეთში ორიოდე წუთით, ორივე მხრიდან. გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმის დასაშრობად. მირთმევის წინ მოვაწუროთ ლიმონი.
გავაკეთე და ძალიან მომეწონა. ნინო, 1) კედარის კაკალი სად იყიდება?. 2) რუკოლას ფოთლები სად იყიდება?. 3) გლუკოზა სად იყიდება?. 4) სნუპიები რა არის და სად იყიდება?. 5) სილიკონის ნიჩაბი სად იყიდება?. 6) საკონდიტრო ჩხირი სად იყიდება? 7) კულინარიული შპრიცი ,ტორტის მოსართავი შპრიცი სად იყიდება?. 8) კულინარიული ფუნჯი,ასევე სილიკონის ფუნჯი სად იყიდება?. ნინო მაპატიე ამდენი კითხვებისთვის.მადლობა.
ნინო , ამ რეცეპტში ” ფორთოხლისა და შოკოლადის მაფინი ” კომენტარი დაგიტოვე და რომ მოიცლი მიპასუხე გთხოვ.. ბოდიში ამდენი კითხვებით რომ გაწუხებ . დიდი მადლობა.
Commonly considered a transferred use of leech (n.2),
however the Old English forms recommend a definite phrase, which
has been assimilated to leech (n.2) by folk etymology see OED.