თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბარბარე ჯორჯაძის მიხედვით > ქართული სახელდახელო: შანთრაქი

ქართული სახელდახელო: შანთრაქი

კვერცხის შეწვა უმარტივესია, თუმცა არსებობენ ადამიანები რომლებსაც ეს არასოდეს გაუკეთებიათ.

ყველამ იცით ე.წ. “გლაზუნიები” (Глазунья), მაგრამ იცით როგორ არის ქართულად? ან სიტყვის ქართულ წარმოშობაზე თავს ვერ დავდებ, თუმცა ასე უწოდებდნენ ძველად ამ კერძს.

კერძი და სახელწოდებაც ქართველთა ამხანაგობის გამოცემულ წიგნში ვიპოვე, რომელიც 1903 წლით თარიღდება.

რეცეპტს გთავაზობთ სტილის დაცვით:

“სამი სტოლის კოვზი ერბო გააცხელეთ ტაფაში, კვერცხი გატეხეთ და ჩააგდეთ მთლივ, კიდევ გატეხეთ და ჩააგდეთ, ასე ხუთი–ექვსი კვერცხი; როდესაც მოიხრაკოს, მარილი მოაყარეთ და მიირთვით.

მასალად საჭიროა:

სამი სტოლის კოვზი ერბო

ექვსი კვერცხი

* * *

შანთრაქი ადუღებულ წყალშიაც კეთდება უერბოოდ”

მე ერბო არ მქონდა და 1 სუფრის კოვზი კარაქი გამოვიყენე  :)

ასე მოვამზადე წინასწარ სამი კვერცხი :)
ტაფაში ჩავუშვი ერთიანად
შანთრაქი

 

პ.ს. ვისაც კვერცხის შეწვის გამოცდილება არ გაქვთ ჯერ ტაფა გააცხელეთ :D 

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

5 thoughts on “ქართული სახელდახელო: შანთრაქი

  1. მაგარი ისტორია იყო:) შანთრაქებს მეც ვამზადებ, სხვა სახელით და ახლა ასე მოვიხსენიებ :))

  2. zalian miyvars shantraqi:)))) magam martla arc ki mqonda carmodgena tu aseti originaluri saxeli erqmeoda:)))

  3. For case in point if you are promoting a report about Twitter, place a photo with blue bird Twitter, this will draw in folks to
    purchase your gig due to the fact is a visual assistance about what you have to promote – one thing about Twitter.
    In the heat map shown, the wall above the doorway is very lossy and almost no signal gets
    through to the room above. Moreover, it is one of the SEO
    services that stresses the need to make tagging and book marking
    of a web portal in an easy way.

Leave a Reply

Top