თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო

შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო

ეს პატარა სახალისო კომბოსტო პირველად თურქეთში გავსინჯე და შევიყვარე რამდენიმე წლის წინ.  მას შემდეგ, როცა თბილისშიც მხვდება, ყოველთვის ვყიდულობ და სხვადასხვანაირად ვამზადებ, საუკეთესო შედეგის ძიებაში.

ბრიუსელის კომბოსტო საქართველოშიც ნელ-ნელა ხდება პოპულარული.  სხვა ბოსტნეულთან ერთად,  ძალიან გემრიელია ბრინჯთან, წვნიანში ან ცალკე შემწვარი.  შეგვიძლია შევწვათ სხვა და სხვა ბოსტნეულთან. ამჯერად სწორედ შემწვარი კომბოსტოს რეცეპტს გთავაზობთ, პამიდვრითა და სუნელებით. მისი მირთმევა შეიძლება როგორც გამოუკიდებელ კერძად, ისე გარნირად ხორციან კერძებთან

 briusel combost

1 ჭიქა ბრიუსელის კომბოსტო

2-4 ჩერი პამიდორი (ან 1 ჩვეულებრივი)

1 კბილი ნიორი

ხმელი ბაზილიკი

ზეითუნის ზეთი

მარილი

პილპილი

 

კომბოსტოს შემოვაცალოთ ზედა ფოთლები, რომელიც შესაძლოა დაზიანებული ან გაყვითლებული იყოს. გავჭრათ ორად ან ოთხად, ზომის მიხედვით.

ჩერი პამიდორი გავჭრათ შუაზე, ნიორი კი წვრილად.

ტაფაზე გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი და კომბოსტოები მაღალ ცეცხლზე დავბრაწოთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში, თან ხშირად ვურიოთ ან ტაფა შევანჯღრიოთ. კომბოსტო სანახევროდ უნდა დარბილდეს, მაგრამ ფერი და სიხრაშუნე შეინარჩუნოს.

შუა წვის პროცესში დავამატოთ პამიდორი და ნიორი. ორიოდე წუთში ცეცხლიდან გადმოვიღოთ, დავამატოთ მარილი, პილპილი და ხმელი ბაზილიკი.

მივირთვათ თბილი

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო

  1. mindaaaaa. nino, “კექსი ბევრი მშრალი ხილით” mand komentari dagitove da rom moicli mipasuxe gtxov. madloba.

Leave a Reply

Top