თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დიეტური > საზამთროსა და ნესვის სალათი

საზამთროსა და ნესვის სალათი

როცა ეს სალათი გავაკეთე ჯერ ისევ ცხელოდა და ცივი ხილის მირთმევაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. სამწუხაროდ ნაადრევად აცივდა  და საზამთრომაც დაკარგა აქტუალობა. ამიტომ ვყოყმანობდი, იქნებ არც ღირდა ახლა ამ სალათის შესახებ დაწერა. მაგრამ მეორე სეზონისთვის რეცეპტის შემონახვა უფრო დიდ უაზრობად მეჩვენა და ამიტომ ვწერ, იმ იმედით რომ ისევ დაცხება და შესაძლოა ვინმემ მოამზადოს კიდეც :D

საზამთრო და ყველი, მოგეხსენებათ, კლასიკური შეხამებაა და კულინარიაში კარგად ცნობილი. ნესვსაც მიირთმევენ მარილიანთან ერთად, ამიტომ ბევრი არც მიყოყმანია, ისე მოვამზადე .  გემრიელია, კონტრასტული, ორიგინალური და საინტერესო. საერთოდ, მადლობა ჩემს მეუღლეს, რომ თამამად ერთვება ჩემს კულინარიულ ექსპერიმენტებში და ყველაფრის დეგუსტაციას თანხმდება :)  ჩემთვის დიდი დისკომფორტი იქნებოდა ტრადიციულ გემოებსა და კერძებზე მიჯაჭვული რომ ყოფილიყო.

მოკლედ, ასე. თუ მაინც გადაწყვეტთ, მოიმარაგეთ:

1ჭ დაჭრილი საზამთრო, კურკების გარეშე

1 ჭ დაჭრილი ნესვი

2 -3 ს.კ ფეტას კუბები (ან რამე მსგავსი)

2 ღერი ქინძი

2-3 ს.კ. ნუშის ფირფიტები

 

თეფშზე მოათავსეთ საზამთრო და ნესვი,მოაყარეთ ყველის კუბები, ქინძის ფოთლები და ნუში.

სულ ესაა – ერთი შეხედვით კონტრასტული გემოები მთლიანობაში ძალიან უხდება ერთმანეთს და გემრიელ სალათს ვიღებთ.

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top