თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Georgian Food > სახლი მადათოვზე

სახლი მადათოვზე

ამჯერად ჩემს ობიექტივში „სახლი მადათოვზე“ მოხვდა, ახლად გახსნილი რესტორანი ძველ პლეხანოვზე (აღმაშენებლის 23).

რა მომეწონა?

მოდიფიცირებული კერძები ქართული სამზარეულოდან, საინტერესო და ჯანსაღი დესერტები. უფრო დეტალურად კი, აღნიშვნის ღირსია იხვის ტოლმა, რომელსაც ჩემდა გასაკვირად, ჩვეულებრივი ვაზის ფოთლის ტოლმის გემო აქვს, ოდნავ მშრალ ხორცს თუ არ ჩავთვლით. თან, ცოტა არ იყოს და, ცოტააა.


ხაჭაპური კეცზე, ასევე პატარაა, მაგრამ გემრიელი და ეფექტურად გამოიყურება ნაკვერჩხლიან კეცზე.

სალათები – ჯანსაღი, საინტერესო, დიდი პორცია. გავსინჯე გოგრის სალათი რუკოლათი და ე.წ. “კახური” მიქსი წიწმატით, ნიგვზით და გუდის ყველით – შესანიშნავი შეხამება მზესუმზირის ზეთის სპეციფიურ გემოსთან. ერთადერთი, ბროწეული მეზედმეტა კერძებში, გამომშრალია და არომატი არ იგრძნობა, სამაგიეროდ კურკები გაწუხებს ღეჭვისას. ალბათ, ჯობია, მხოლოდ სეზონზე გამოიყენონ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ” მაჭამე რამე” მხალეულობის მიქსი – დიდი პორცია და გემრიელობები ქართული ოჯახური გემოებით, მოყვება ჭადი და შოთი. მშვენივრად წავიდა თეთრ ღვინოზე.

დესერტები

დესერტები ხილის, თხილეულის და თაფლის ბაზაზე ასევე გადასარევია, ხაპი თაფლით და თხილეულით კი – გენიალური, რომლის სიტკბოში მოულოდნელი მჟავე ნოტები  შეაქვს კოწახურს.

თურქულ ყავაზეც უნდა ვთქვა, მეორედ მოვატანინე.

სერვირებაც ძალიან ლამაზია. არის მწეველების და არამწეველების ზონები, რაშიც დამატებით პლუსს ვუწერ. მომსახურებასაც არაფერი დაეწუნება. ფასები, ტურისტული ზონისთვის მოულოდნელად ზომიერია. [inline_related_posts]

ერთი სიტყვით, აქ კიდევ მოვალ და იმედს ვიტოვებ რომ არაფერი დამხვდება შეცვლილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top