სატაცურის ღვეზელი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > სატაცურის ღვეზელი

სატაცურის ღვეზელი

რამდენადაც მახსოვს, ქართული  ნედლი სატაცური ბაზრებში სწორედ აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ჩნდება. ამიტომ გადავწვიტე ცოტა ხნის წინ მომზადებული სატაცურის ტარტის რეცეპტი შემოგთავაზოთ.  თუ ეს ბოსტნეული გიყვართ, ალბათ ტარტიც დაგაინტერესებთ.

asparagus tart

მსგავსი რეცეპტი ადრე ჩემს საყვარელ ფრანგულ კულინარიულ ჟურნალში ვნახე. განსაკუთრებული და ძნელი არაფერია -კლასიკური ფრანგული ტარტია ფხვიერი ცომით და ნაღებიანი სოუსით.

satacuri

 

მაშ, შევუდგეთ საქმეს და მოვიმარაგოთ:

200 გ სატაცური

150 გ არაჟანი ან ნაღები 10-20%

2 კვერცხი

მარილი, პილპილი

100 გ ყველი

 

ცომი:

200 გ ფქვილი

100 გ კარაქი

1 კვერცხი ან 50-60 მლ წყალი

½ ჩ.კ მარილი

ფორმა 20-22 სმ

ფქვილი და კარაქი კარგად ავსრისოთ, შემდეგ დავამატოთ მარილი და წყალი (ან კვერცხი). მიღებული ცომი ფორმაშივე გავაბრტყელოთ, ისე რომ გვერდებიც ამოვუყვანოთ 2 სმ-ზე.

ნაღები, კვერცხი, მარილი და პილპილი ერთად გავთქვიფოთ.

სატაცურის მოვაცილოთ უხეში ღერები და დავტეხოთ. მდუღარე წყალში მოვწალოთ 3-4 წუთით ჯერ ღერები, შემდეგ დავამატოთ თავებიც 2 წუთით.

გადავწუროთ და გავანაწილოთ ფორმის ძირზე. თავები შეგვიძლია ბოლოს დავალაგოთ ზემოდან ლამაზად. მოვასხათ სოუსი, მოვაყაროთ ყველი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთი +/-

asparagus

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “სატაცურის ღვეზელი

  1. fantastic points altogether, you simply won a logo new reader.
    What could you recommend about your submit that you made some days
    in the past? Any certain?

    Alsoo visit my wedblog :: site

Leave a Reply

Top