თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > სამარხვო ნამცხვარი გარგრის მურაბით

სამარხვო ნამცხვარი გარგრის მურაბით

ეს ნამცხვარი გარგრის ჯემით ან მურაბით მზადდება და ბრაუნის მაგვარი სველი და ნაზი სტრუქტურა აქვს. თუ მურაბას იყენებთ, ხილის ნაჭრებიანად დაამატეთ. მაგრამ ერთ შენიშვნას გავაკეთებ: მე გარგრის სქელ მურაბას ვამზადებ, შედარებით ცოტა წვენით და დაჭრილი ხილით. თუ თქვენი მურაბა უფრო წვნიანია, შეიძლება ფქვილის დამატება დასჭირდეს. აი, ასე გამოიყურება ჩემი მურაბა:

3d636ffddc76

gargris-mur-1024x682

 

  • 500 მლ  გარგრის სქელი  მურაბა
  • 100 გ შაქარი (თუ მურაბა ძალიან ტკბილია, შესაძლოა შაქარი ნაკლები ან საერთოდ არ დასჭირდეს. ჩემი მურაბები ძალიან ტკბილი არ არის.)
  • 150 მლ წყალი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • ½ ჩ.კ მარილი
  • 2 ჩ.კ ფორთოხლის ცედრა
  • 3 ს.კ კაკაო
  • 250 გ ფქვილი
  • 10 ს.კ ზეთი

 fgfgsfs

 

მურაბა, შაქარი, წყალი, ზეთი, მარილი, ცედრა და სოდა ერთმანეთში ავურიოთ. ბოლოს დავამატოთ გაცრილი ფქვილი და კაკაო.

მიღებული ცომი ჩავასხათ საშუალო ზომის გაშლილ ფორმაში, რომელშიც წინასწარ ჩავაფენთ საცხობ ქაღალდს. გაშლილ ფორმაში ვგულისხმობ უფრო ფართოს, ვიდრე მაღალს და ვიწროს, ჩვეულებრივ ოთხკუთხა ფორმას.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20-30 წუთი. გამოდის აი ასეთი, ნოტიო და  რბილი, როგორც ზედა ფოტოზე ჩანს. ვფიქრობ მოუხდება სხვა მურაბებიც – მარწყვის, ჟოლოს და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top