თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > სამარხვო კრუასანები

სამარხვო კრუასანები



ინგრედიენტები:
ცომი:
ფქვილი – 6 ჭიქა ან ცოტა მეტი
საფუარი – 2 სუფრის კოვზი
შაქარი – 1.5 ჭიქა
ვანილი, მარილი
ზეთი – 1/2 ჭიქა
თბილი წყალი – 1.5 ჭიქა
[ჭიქა – იგულისხმება 250 გრამიანი]

გულსართისთვის:

ჯემი ან შოკოლადის მინანქარი

მომზადების წესი:
ვამზადებთ აპარას: წყალი + საფუარი + 2 ჭიქა ფქვილი შევურიოთ ერთმანეთს და დავდგათ 1 საათით ასაფუებლად (მე 6 წუთიანი საფუარი მაქვს და ამიტომ უფრო მალე ამოფუვდა)

აპარა როცა მზად იქნება ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ შაქარი, ვანილი, მარილი. დაამატეთ დანარჩენი (4 ჭიქა) ფქვილი და მოზილეთ ცომი.

ცომიან ჭურჭელს გადააფარეთ საკონდიტრო “ცელოფანი” და შედგით მაცივარში 1 საათით.

გამოიღეთ, გადაზილეთ და ისევ 1 საათით შეუძახეთ მაცივარში.

ცომი უნდა მოიზილოს და შეიკრას. მაგარი ცომი არ უნდა იყოს, მაგრამ შეკრული უნდა იყოს. ისეთი ცომია ჯამის კედლებს რომ სცილდება.

ეს დრო რომ გავა გამოიღეთ, კიდევ გადაზილეთ და ცოტა ხანი დაივიწყეთ.
ოდნავ რომ შეთბება, ეს ცომი გაყავით 4 გუნდად, თითო გუნდა გააბრტყელეთ თხელ ფენად (მიახლოებით პიცის ცომისნაირად) და დაჭერით 8 სამკუთხედად.

შემდეგ, სურვილისამებრ ჩაუდეთ გულსართი (ჯემი, შოკოლადი) და გადაახვიეთ ფართე მხრიდან … მიეცით კრუასანის ფორმა და დაასვენეთ  15 წუთით.

შემდეგ გამოაცხვეთ 180-190 გრადუსზე (საშუალო ცეცხლზე). სადღაც 15 წუთის განმავლობაში ქვემოდან და როგორც კი ნახავთ, რომ ძირი გამოუცხვება ჩართეთ ცეცხლი ზემოდან და დაბრაწეთ გემრიელად.

ეს დაჭრილი ცომი:

ესეც გადახვეული

პ.ს. ზემოდან ლამაზი ფერის მისაღებად გადაუსვით მუქი ჩაის ფერი.

 

რეცეპტის ავტორი ნინო კვაშალი

კომენტარები

კომენტარი

8 thoughts on “სამარხვო კრუასანები

    1. როცა გავაკეთებთ, დავწერთ რა თქმა უნდა :)

  1. ზეთი 1/2 ჭიქა, რომ წერია 250 გრამიანი ჭიქა იგულისხმება?

  2. ლიკა … კიიი 250 გრამიანი ჭიქა იგულისხმება …. თუმცა ცოტა მეტიც რომ გაუკეთოთ არაფერს დააშავებს ზეთი … პირიქითაც კი

Leave a Reply

Top