თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ორაგულის რულეტი ლავაშში

ორაგულის რულეტი ლავაშში

დღევანდელი რეცეპტი მარტივი, გემრიელი და ეფექტური რეცეპტების კატეგორიას მიეკუთვნება. მზადდება სწრაფად და ასეთივე სისწრაფით ქრება თეფშებიდან :)

salmon roll

 

1   დიდი ზომის ლავაში

200 გ კრემ-ყველი

200 გ მარილში გამოყვანილი ან შებოლილი ორაგული

1-2 კიტრი

კამა

მარილი

პილპილი

 

ორაგული მე თავად მოვამზადე ამ რეცეპტის მიხედვით, მხოლოდ, ამჯერად, მარტო ლიმონის წვენი, მარილი და შაქარი გამოვიყენე მარინადისთვის.

თვითონ რულეტს კი ვაკეთებთ ასე:

კიტრი დავჭრათ ჩხირებივით.

ლავაშს გადავუსვათ კრემ-ყველი,  ზემოდან გადავანაწილოთ  თევზი და კიტრი, მოვაყაროთ დაჭრილი კამა, პილპილი და სურვილის შემთხვევაში მარილიც. გადავახვიოთ რულეტივით , შევფუთოთ კულინარიულ  ცელოფანში და მინიმუმ 1 სთ მაცივარში გავაჩეროთ. შემდეგ დავჭრათ და მივიტანოთ სუფრაზე

ძალიან მარტივია და გემრიელი. ფურშეტების ან წვეულებების სუფრისთვის შესანიშნავი იდეაა :)

გემრიელად მიირთვით!

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top