თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > Salmon cake – ორაგულის კატლეტები

Salmon cake – ორაგულის კატლეტები

ეს უგემრიელესი კატლეტები, რა თქმა უნდა, სხვა თევზითაც შეიძლება მომზადდეს, თუმცა ორაგულით განსაკუთრებით მომწონს. ორაგულში ვგულისხმობ ხასხასა ვარდისფერ, ცხიმიან ატლანტიკის ორაგულს, ე.წ.  семга,  იმ ორაგულის მსგავსი გადამხმარი თევზით, რომელიც ჩვენთან გაყინული იყიდება, ისეთი არ გამოდის როგორც საჭიროა.

 _DSC0022 (Copy)

600 გ ორაგული

1 კარტოფილი

1 კონა კამა

3-4 ღერი მწვანე ხახვი

1 კვერცხი

1.5  ს.კ ფქვილი

მარილი

პილპილი

ლიმონი

 

ორაგული გავასუფთავოთ კანისა და ფხებისგან.  ბლენდერით ან ხორცსაკეპით დავაქუცმაცოთ თევზი, მწვანილი, კარტოფილი. შევურიოთ კვერცხი, ფქვილი, მარილი და პილპილი. ეს ფარში კარგად ავურიოთ და გავაკეთოთ პატარა კატლეტები, შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

მზა კატლეტი გარნირთან და დაჭრილ ლიმონთან  ერთად მივიტანოთ სუფრასთან

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “Salmon cake – ორაგულის კატლეტები

Leave a Reply

Top