Niçoise: ნისუა - უგემრიელესი ფრანგული სალათი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > Niçoise: ნისუა – უგემრიელესი ფრანგული სალათი

Niçoise: ნისუა – უგემრიელესი ფრანგული სალათი

მანამ, სანამ ყველა ქართულ კაფესა და რესტორანში სტუმრების უმრავლესობა სალათი ცეზარის გამხმარ და გაფშეკილ ქათმის ხორცს ებრძვის და მაიონეზის კალორიებით იტვირთავს ორგანიზმს, არაერთი კაფე უგემრიელეს სალათს – ნისუასაც ამზადებს, რომელიც ცეზარზე არანაკლებ გემრიელია (თუ უფრო არა) და ჩემი აზრით – უფრო ჯანსაღიც.

ნისუა – Niçoise ფრანგული სალათია, რომლის ძირითადი ინგრედიენტები სალათის ფურცლები, თინუსი (ტუნა), პომიდორი, მაგრად მოხარშული კვერცხი და ზეთისხილია, ფრანგული ვინეგრეტის დრესინგით შეკმაზული. თუმცა ეს ყველაფერი არ არსის. არაძირითადი ინგრედიენტების სახით ნისუას მწვანე ბეიბი ლობიოს, რამდენიმე ნაჭერ მოხარშულ კარტოფილს, ცოცხალ წითელ ხახვსაც ამატებენ. მართალია ზოგიერთები ამბობენ, რომ არაცოცხალი სახით ამ ბოსტნეულის დამატება ტრადიციების შერყვნაა, მაგრამ who cares თუკი უხდება და ძალიან გემრიელია? :)

სწორედ ამ სახით მომზადებული ნისუაზია ფოტოზე, რომელიც გერმანიაში, Vapiano-ს ცნობილი ქსელის ერთერთ რესტორანში გადავიღე, რომელიც ევროპელ მომხმარებელს იტალიური კერძებით უმასპინძლდება.

საქართველოში ნისუას ძალიან კარგად ამზადებენ რესტორან ტარტინში.

Nicoise

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • სალათის ფურცლები
  • მარინირებული თინუსი (100 გრ)
  • წითელი ხახვი (1/2 პატარა თავი)
  • მოხარშული კვერცხი (1-2 ც)
  • მოხარშული კარტოფილი (1/2)
  • მწვანე ლობიო (ბეიბი ლობიო) – რამდენიმე ცალი
  • პომიდორი – ჩვეულებრივი (1/2) ან ჩერი (რამდენიმე ცალი)
  • ზეთისხილი – რამდენიმე ცალი
  • ცოტა მარილი, შავი პილპილი
  • ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი (ან ძმარი) – დრესინგისთვის

 

მომზადება

ალბათ ფოტოდანაც მიხვდებით, რთული არ არის. ცოცხალ ბოსტნეულებს რიგრიგობით აწყობთ დიდ სასალათე თეფშზე, კვერცხს ჭრით ოთხად, მოხარშული კარტოფილის ნაჭრები კი სალათში დამატებამდე ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე უნდა მობრაწოთ. ზემოდან მოასხით დრესინგი (ზეთი + ლიმონის წვენი + მარილი + შავი პილპილი) და მზად არის.

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

5 thoughts on “Niçoise: ნისუა – უგემრიელესი ფრანგული სალათი

  1. I got that which you mean, thanks for setting up. Woh I am thankful to locate this web site through google. I has been walking across the street wearing glasses when the prsitripceon leaped out. by Steven Wright.

  2. The fact that the RevRearend Al Pimpton still has any type of forum to spout his racist bullshit is a monument to the stupidity of liberal America. This scumbag has blood on his hands and yet he walks a free man.Here's hoping for a nasty case of sickle cell or some other ambitious disease to do to Al what the American public won't – end his sorry-ass existance.

Leave a Reply

Top