თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > სალათი ისპანახით

სალათი ისპანახით

ბოლო დროს ისპანახი ძალინ შემიყვარდა. ალბათ იმიტომ რომ ბოლომდე გავაცნობიერე მისი სარგებლიანობა. ვცდილობ შევიყვარო პროდუქტები რომლები ორგანიზმისთის სასარგებლო და ჯანსაღია.  მაგრამ ფხალი ან კარაქში მოშუშული არ მიზიდავს, უფრო ცოცხალი. ამიტომ სალათის ფოთლები ისპანახით ჩავანაცვლე. მთავარია ქორფა და საღი ფოთლები იყოს, რომელიც ძალიან გემრიელი და ხრაშუნაა.  ისპანახის კრემ-სუპიც ძალიან გემრიელია

spinach salad

100 გ ისპანახის ქორფა ფოთლები

1 ნაჭერი ქათმის ფილე

2 მოხარშული კვერცხი

80-100 გ ქამა სოკო

1 პატარა წიტელი ხახვი

2-2 სუფრის კოვზი  ნიგოზი, კედარის კაკალი ან ნუშის ფანტელი(ან მზესუმზირა, გოგრის თესლი და ა.შ.)

1-1  ს.კ თეთრი და შავი სეზამის მარცვლები

ზეითუნის ზეთი

ძმარი ბალზამიკო (ან ნებისმიერი თქვენი მოსაწონი ძმარი, ან ლიმონის წვენი)

მარილი , პილპილი.

 

ისპანახის ფოთლები გავრეცხოთ და შევაშროთ.

ქათმის ფილე სიბრტყეზე თხელ ნაჭრებად გავჭრათ, თუ წინასწარ ლიმონის წვენში დავამარინადებთ, უკეთესია.

ტაფაზე,  მინიმალურ ზეთში  და სწრაფ ცეცხლზე ჯერ სოკო დავბრაწოთ, შემდეგ კი მარილ-პილპილ მოყრილი ფილეს ნაჭრები. ხორცი თითო მხრიდან სულ 1-2 წუთი ვწვათ, რომ არ გამოშრეს.

თეფშზე გადავიტანოთ ისპანახი, მოვაყაროთ სოკო, ხახვი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. დავადოთ დაჭრილი კვერცხი და ფილე, დავამატოთ ნიგოზი, კედარის კაკალი, სეზამის მარცვლები. მოვასხათ ბალზამიკოც.

სასურველია მივირთვათ მაშინვე.

პ.ს. ამ სალათში ძმარი ბალზამიკო  კრემი ბალზამიკოთი ჩავანაცვლე. ეს უკანასკნელი უფრო მოტკბო და ბლანტია, მეც უფრო მეგემრიელება. როგორც წესი, იყიდება იქვე სადაც ძმარი

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

4 thoughts on “სალათი ისპანახით

  1. .ნინ სალბი სად შევიძინო თბილისში ხომ არ იცი?.თეთრი და შავი სეზამის მარცვლები,დურუმის ჯიშის ფქვილი,პარმიჯანო და მშრალი მოცარელა,ლაზანიას ფირფიტები,ეს(ყველა) ყველაფერი თბილისში სად იყიდება ხომ არ იცი?,დამაკვალიანე გთხოვ,ასევე ლაზანიას ფირფიტები მაგ:გაყინული თუა როგორ უნდა გამოვიყენოთ,უნდა მოვხარშოთ და ისე თუ???.მაპატიე ამდენი შეწუხებისთვის და დიდი მადლობა. <3 :*

    1. სალბი ნედლი არ შემხვედრია, ხმელი მაქვს აფთიაქში ვიყიდე :D სეზამი თეთრიც და შავიც თურქულ მარკეტშია, მარტო თეთრი კარფურშიცაა და ბაზრობებზეც.ყველი სუპერმარკეტებში, მაგალითად კარფურში აქვთ ორივე, თუმცა მშრალი მოცარელა ყველაზე იაფად დინამოსს სტადიონის წინ,პანდა რომაა, იქ ვნახე . დურუმ ჯიშის ფქვილი არ ვიცი, დავაკვირდები აწი, ლაზანიას] ბევრი კითხულობს, არ ვიცი რატომ აღარ იშოვება, როცა არ მჭირდებოდა ბევრგან მინახავს… მშრალ ლაზანიას მოხარშვა ჭირდება რამდენიმე წუთით, მერე ცივი წყალი უნდა გადაავლოთ.

      არ ვწუხდები, პირიქით მიხარია რომ სტუმრობთ აქაურობას და ინტერესდებით :)

  2. მშვენივრად გამოიყურება ეს სალათი.. :))))))
    ნინო იცით რისი კითხვა მინდა? რამდენად გამოდგება ისპანახი პასტასთან? ვათვალიერებ ხოლმე რეცეპტებს და რამდენჯერმე შემხვდა, რჩევის მოცემა ხომ არ შეგიძლიათ? :)

Leave a Reply

Top