თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დიეტური > სალათი ავოკადოთი და კრევეტებით

სალათი ავოკადოთი და კრევეტებით

დღეს ძალიან მსუბუქი, გემრიელი, ჯანსაღი საზაფხულო რეცეპტი მაქვს თქვენთვის.  სალათები ხომ საუკეთესო საკვებია ასეთ სიცხეში. მომზადებისას,  წარმოიდგინეთ რომ სადმე სანაპიროზე ზიხართ, კონდიციონერიდან მობერილი სიგრილე ოკეანის სიოა, კრევეტები სულ ახალი დაჭერილია და ავოკადოც მხოლოდ გუშინ მოწყვიტეს ხიდან.  აი, უკვე ორმაგად გემრიელია :)

salad crevette

 

 

ნებისმიერი სახეობის სალათის ფურცლები  ან სხვადასხვა სალათის მიქსი, რომელიც გიყვართ

20-24 დიდი კრევეტი

1 ავოკადო

2 პამიდორი

ზეითუნის ზეთი

ლიმონის წვენი

მარილი და პილპილი

 

გარჩეული კრევეტებს დავასხათ 1-2 კოვზი ზეითუნის ზეთი, ამოვურიოთ და გაცხელებულ ტაფაზე დავბრაწოთ  1-2 წუთით, სანამ ორივე მხრიდან არ გავარდისფრდება.

დიდ თეფშზე ან სასალათე თასში დავალაგოთ სალათის ფოთლები და დაჭრილი პამიდორი. ავოკადო დავჭრათ სასურველ ზომაზე ან სპეციალური კოვზით პატარა ბურთულებად ამოვჭრათ. დავამატოთ სალათში კრევეტებთან ერთად. მოვასხათ ლიმონის წვენი და ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.

მივირთვათ მაშინვე

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top