თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > საგაზაფხულო სალათი ახალი კომბოსტოთი

საგაზაფხულო სალათი ახალი კომბოსტოთი

უკვე გაზაფხულია და მალე ახალი ბოსტნეულიც გამოჩნდება ბაზრებსა და მარკეტებში. წინასწარ გთავაზობთ ამ მსუბუქი, გემრიელი სალათის რეცეპტს, რომელიც, საჭიროებისამებრ, მარტივად გარდაიქმნება სამარხვო სალათად :)

  • 500 გრ ახალი კომბოსტო
  • 3-4 კიტრი
  • 1 თავი თეთრი ხახვი
  • 1 კონა კამა
  • 3-4 ტოტი პიტნა
  • მარილი, პილპილი
  • სოუსი: მაიონეზი, ან ზეითუნის ზეთი+ლიმონის წვენი

მომზადების წესი
კომბოსტო დაჭერით თხელ გრძელ ნაჭრებად (როგორც ბორშისთვის)
კიტრი დაჭერით რგოლებად ან ნახევარ რგოლებად, თუ მსხვილია.
შეურიეთ ერთმანეთს და დაამატეთ დაჭრილი კამა, თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი, დაჭრილი პიტნის ფოთლები, მარილი, პილპილი
მოასხით თქვენთვის სასურველი სოუსი და გემრიელად მიირთვით.
თუ დიეტაზე ხართ, შეგიძლიათ მხოლოდ ლიმნის წვენი მოასხათ.
პიტნა ძალიან აგემრიელებს ამ სალათს და არომატით ავსებს.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top