თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > საოჯახო საგაზაფხულო სალათი მარტივად

საოჯახო საგაზაფხულო სალათი მარტივად

გულწრფელად მგონია, რომ ისეთი მარტივი და გენიალური სალათი, როგორც კიტრის და პამიდვრის ქართული სალათია) ყოველგვარი ნიგვზეულ-თხილეულის გარეშე), იშვიათია. თუმცა, როგორც იტყვიან, ყოველდღე ხაჭაპურის ჭამაც მობეზრდება კაცსო.

ამასწინათ, როცა ჩვენი ბლოგის ერთგულ მკითხველებთან ერთად Bosch-ის სამზარეულოში საკვირაო ერთობლივი სადილი მოვაწყვეთ, გადავწყვიტეთ მარტივი და თან ცოტა უფრო მრავალინგრედიენტიანი სალათიც გაგვეკეთებინა, რომელიც ცალკე თუ სხვა რამესთან ერთად იდეალური იქნებოდა, ქორფა, სასარგებლო და გემრიელი.

207

 

ერთმა ვაშლის დამატება გადაწყვიტა, მეორემ – ცოცხალი პიტნის, მესამემ კი დააგემოვნა და გვითხრა, ყველაფერი კარგადააო :D

salad 1

ამ სალათის მოსამზადებლად ცოტა უფრო მეტი ბოსტნეული დაგჭირდებათ. კერძოდ:

  • სალათის ფურცლები – 1 დიდი შეკვრა
  • რუკოლა – 1 კონა
  • პამიდორი ჩერი – 200 გრ
  • კიტრი – 1-2 ც, სიფრიფანა ნაჭრებად დაჭრილი (თუ Bosch MUM5 მულტირობოტით დაჭრით, უფრო თანაბარი და სიფრიფანა ნაჭრები გამოვა, ვიდრე ხელით)
  • ვაშლი (უმჯობესია მწვანე) – 1 ცალი საშუალო ან ½ დიდი
  • ზეთისხილი – 10-12 ცალი
  • ლიმონი – 1 ც
  • ზეითუნის ზეთი – 20 გრ
  • პიტნა (ცოცხალი) – 2-3 ღერი
  • ბაზილიკი (გამხმარი) – ½ ჩაის კოვზი
  • შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით

მომზადება:

(1) სალათის ფოთლები (სასურველია რამდენიმე სახის) გარეცხეთ და შეაშრეთ. დაჭერით დიდ ნაჭრებად ან ხელით დაკუწეთ. მოათავსეთ დიდ სასალათე ჯამში

(2) საშუალო ზომაზე დაჭერით რუკოლა და დაამატეთ ჯამში

(3) დაამატეთ ჩერი პამიდვრები მთლიანი ან შუაზე გაჭრილი

(4) ვაშლი გაჭერით 4-6 ნაჭრად, თითოეული ნაჭერი კი თხელ ფირფიტებად

(5) დაამატეთ ცოცხელი პიტნა და ზეთისხილი

(6) ცალკე პატარა ფიალაში ერთმანეთს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, გამხმარი ბაზილიკი, პილპილი და მარილი. დრესინგი მოასხით სალათს და რბილად ამოურიეთ.

გემრიელად მიირთვით :)

salad 2

რამდენიმე რჩევა:

  • სალათის ფოთლების კარგი ნაკრები აქვს ჰერბიას. თან უსასუქო. იყიდება დიდ სუპერმარკეტებში (1.80 ლ)
  • რუკოლაც იყიდება დიდ სუპერმარკეტებში, მაგრამ მოთხოვნა დიდია, რაოდენობა ცოტა. უნდა მიუსწროთ :) (0.55 თ)
  • ცოცხალი პიტნა თუ არ გაქვთ არა უშავს, მაინც კარგი გამოვა. ასევე, რეჰანიც მოუხდება.

 

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top