თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > რულეტი ჩაისთვის, ფორთოხლის ჯემით

რულეტი ჩაისთვის, ფორთოხლის ჯემით

ასეთი რულეტი ყველაზე მეტად ცივ ამინდებს და ცხელ ჩაის უხდება.

ფორთოხლის ჯემი, იგივე მარმელადი ზამთრის must have სასუსნავია, საუზმისთვის იდეალური. მის რეცეპტს ჩვენს ბლოგზეც იპოვით, მაგრამ თუ რიგი მიზეზების გამო მომზადებას ვერ ახერხებთ, თავისუფლად შეიძლება ნაყიდი მარმელადი გამოიყენოთ.

fortoxlis ruleti

 

რა დაგვჭირდება:

  • 4 კვერცხი
  • 80 გ შაქარი
  • 120 გ ფქვილი
  • მწიკვი სოდა
  • 300-350 გ ფორთოხლის მარმელადი (ჯემი)
  • შოკოლადი ან შაქრის პუდრა მოსართავად

 

როგორ ვამზადებთ:

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ  ღრუბელივით, შევათქვიფოთ შაქარი. მიღებულ ბეზეს დავამატოთ გულები, ფქვილი, სოდა და მიქსერის გარეშე ფრთხილად შევურიოთ. ღუმელის სტანდარტულ საცხობ ფორმას დავაფინოთ ქაღალდი და დავასხათ ცომი, კარგად გავანაწილოთ. გამოვაცხოთ დაახლოებით 10-12 წთ 180 გრადუსზე.

გამომცხვარი ბისკვიტი გადმოვაბრუნოთ სუფთა პირსახოცზე და ავაძროთ ქაღალდი. მაშინვე გადავუსვათ ჯემის ფენა და გადავახვიოთ რულეტივით. ვაცალოთ გაცივება.

რულეტი მოვრთოთ სურვილისამებრ. უკეთესია, თუ მირთმევამდე რამდენიმე საათი მაინც დავაცდით, რათა ბისკვიტმა ჯემი კარგად შეიწოვოს.

ფორთოხლის ჯემის ჩანაცვლება შეიძლება სხვა ნებისმიერი სასურველი ჯემით.

გემრიელად მიირთვით <3

და არ დაგავიწყდეთ ფოტოების ჩვენთვის გაზიარება, როცა ამ რულეტს გააკეთებთ ;)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top