თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > როგორ გამოვაცხოთ პური საფუარის წყალზე

როგორ გამოვაცხოთ პური საფუარის წყალზე

როგორ გამოვაცხოთ პური საფუარის წყალზე –  ყველაფერი იწყება საფუარის წყლის მომზადებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის როდესაც პურის გამოცხობას დააპირებთ, საფუარის წყალი ხელახლა უნდა მოამზადოთ.

  • საფუარის წყალი:

– ავიღე ქილა/ფართეპირიანი ბოთლი, ჩავასხი 1 ლ სუფთა წყალი  და ჩავყარე 150 გრამი ქიშმიში და შავი ქლიავი (შეგიძლიათ სხვა ჩირი/ხილი); 
– შევინახე ოთახის ტემპერატურაზე;
– დღეში ერთხელ ქილას უნდა კარგად შენჯღრევა ან მორევა, ასევე სახურავის მოხდა რამდენიმე წამით;
– დაახლოებით 7-8 დღის თავზე, საფუარის წყალი ცხობისთვის მზად იქნება. (ხილი/ჩირი ზემოთ უნდა ამოტივტივდეს და შუშხუნებდეს

– პირველი გამოყენების შემდეგ, თუ დიდხანს აღარ აპირებთ გამოცხობას, შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ. გახსოვდეთ, თუ გამოიყენებთ და გარეთ დატოვებთ, საფუარის წყალი უნდა “გამოკვებოთ” – დაასხით იგივე რაოდენობის წყალი, რაც პურის ცხობისთვის გამოიყენეთ და დაამატეთ 20-30 გრამი ახალი ჩირი/ხილი.

  • პურის გამოცხობა:

– წინა დღით 100 გრამი ფქვილი და 100 მლ საფუარის წყალი ავურიე და მთელი ღამით ოთახის ტემპერატურაზე დავტოვე.
– 280 გ ხორბლის ფქვილს შევურიე 5 გრამი მარილი, წინა ღამით მომზადებული საფუარი და დამატებით 150 მლ საფუარის წყალი და ეს ყველაფერი კარგად გადავზილე.
– დაახლოებით 10-15 წუთი გავაჩერე და შემდეგ კარგად გადავზილე ზეთიანი ხელებით (10 მლ) და დავტოვე 3 საათით ოთახის ტემპერატურაზე.
– კიდევ გადავზილე და გავაჩერე დამატებით 4 საათი. (შეგიძლიათ 2-3 საათიც)
– კიიიდევ გადავზილე, გადავიტანე ფორმაში, გადავაფარე ჩაის ტილო და დავტოვე ღამით სიგრილეში (შეგიძლიათ მაცივარში).

  • გამოცხობა:
  1. 250C გავახურე გაზის ღუმელი, ღუმელში უკიდურეს ქვედა სართულზე ჩავდგი მეორე ფირფიტა, სადაც დავასხი წყალი, ორთქლის ეფექტისთვის (შეგიძლიათ ცხაური შედგათ და ზედ დადოთ ცეცხლგამძლე ჯამით წყალი). ფორმა შუა სართულზე შევდგი გამოსაცხობად, ღუმელში შედგმამდე კი, პურის ცომი დავსერე დანით.
  2. პირველი 25 წუთის შემდეგ შეგიძლიათ წყლიანი ფირფიტა/ჯამი გამოიღოთ და ტემპერატურა დაწიოთ 180-ზე.
  3. გამორთეთ ღუმელი, ცოტა ხანი აცადეთ ღუმელშივე გამოშუშდეს და შემდეგ დადეთ ცხაურზე.

 

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top