თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > როგორ შევღებოთ კვერცხები ენდროთი

როგორ შევღებოთ კვერცხები ენდროთი

ეს რეცეპტი, ალბათ, არავისთვის იქნება სიახლე, მაგრამ კულინარიულ ბლოგზე ასეთი მარტივი ჭეშმარიტება ხომ უნდა იყოს?  ამიტომ  მაინც დავწერ.

ჯერ რამდენიმე რჩევით დავიწყებ:

  • შეეცადეთ შესაღებად კვერცხები რამდენიმე დღით ადრე შეიძინოთ. ახალი კვერცხი კარგ მუქ ფერზე არ იღებება.
  • მოძებნეთ შედარებით ძველი ქვაბი, რომლის ენდროთი გაფუჭებაც არ დაგენანებათ. ან ისეთი ქვაბი, მავთულით რომ გაიხეხოს მოგვიანებით.
  • ხახვის ფურცლები აუცილებელი არ არის, მხოლოდ ენდროც მშვენივრად უმკლავდება საქმეს. მაგრამ თუ ცოტა გაქვთ, შეგიძლიათ ხახვიც დაამატოთ

ენდროს ფესვები გარეცხეთ, რომ ზედმეტი მიწა მოსცილდეს. ჩადეთ ერთ ფენად პარკში და ხორცის საბეგვი ჩაქუჩით დაჩეჩქვეთ. ძალიანაც ნუ გადაჰყვებით, საკმარისია კანი გაიჩეჩქვოს და ფესვი დაზიანდეს.

endro

ჩადეთ ქვაბში, დაასხით წყალი და წამოადუღეთ დაახლოებით 10-15 წუთი. გააგრილეთ. უმჯობესია აივანზე, რადგან უსიამოვნო სუნი აქვს.

fg

შემდეგ ჩაალაგეთ კვერცხები. ჩაყარეთ ცოტა მარილი (ასე კვერცხებუ უკეთ გაიფცქვნება). მე ძმარს არ ვასხამ, თუმცა თქვენ შეგიძლიათ. დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. ხარშეთ დაახლოებით 15 წუთი. შეამოწმეთ: თუ კარგი ფერი აქვს კვერცხებს, საკმარისია დუღილი. კვერცხები გადაიტანეთ ცივ წყალში. იგივე ნახარშში შეგიძიათ მეორეჯერაც შეღებოთ კვერცხები, მაგრამ მანამდე კიდევ გააციეთ, თორემ კვერცხები დასკდება.

endro1

მე 2 კონა ენდრო თავისუფლად მეყო 40 კვერცხის შესაღებად და როგორც ხედავთ, საკმაოდ ინტენსიური ფერიც მივიღე :)

citeli kvercxi

 თუ გსურთ შეღებვისას კვერცხს ნახატები დაატანოთ, იხილეთ ეს პოსტი

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “როგორ შევღებოთ კვერცხები ენდროთი

  1. I am now not positive the place you’re getting your info, but
    great topic. I must spend a while finding out more or figuring out more.
    Thanks for magnificent information I used to be on the lookout for this
    information for my mission.

Leave a Reply

Top