თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > როცა გშია, ზაქარია.. ანუ პრასის ფხალი ნაღებში

როცა გშია, ზაქარია.. ანუ პრასის ფხალი ნაღებში

“როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარია” ~ ხალხური სიბრძნე

prasi_nagebshi_kuskusit1

სინამდვილეში პრასი ნაღებით და ნიგვზით, ძალიან გემრიელი გამოვიდა. გულწრფელად დამეზარა  ტრადიციული ქართული რეცეპტის ინსტრუქციისამებრ მთლიანი პრასების მოხარშვა და ნიგოზში ბუდეებად დახვევა.

2 შეკვრა პრასი დავჭერი, 5 წუთით მდუღარეში ჩავყარე და მოვხარშე, შემდეგ კი გავწურე და გავაგრილე.

prasi

ცხელ ტაფაზე ცოტა კარაქი დავდე და 2 კბილ, წვრილად დაჭრილ ნიორთან ერთად პრასიც დავაწყვე, ცოტა ხანს მოვშუშე,  დავუმატე 1 მუჭი გატარებული ნიგოზი, 2/3 ჭიქა ნაღები და მარილით და შავი პილპილით შევკმაზე.

სანამ იშუშებოდა, მდუღარე წყალში კუსკუსი ჩავყარე, 2 კოვზ ზეთთან და მარილთან ერთად, ვიდრე კარგად არ გაფუვდა და დარბილდა.

გემოები მშვენივრად შეეწყო ერთმანეთს. გემრიელად მიირთვით :)

prasinagebitdakuskusit

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top