თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სად რა ვჭამოთ > რესტორანი “თეთრი სახლი”

რესტორანი “თეთრი სახლი”

ყველის ფესტივალიდან თბილისისკენ  მომავალნი, ნაცნობების ჯგუფს შევუერთდით და რესტორანში სავახშმოდ წასვლა გადავწყვიტეთ. თელავს რომ გამოსცდებით, გომბორის გზაზე მდებარეობს რესტორანი “თეთრი სახლი”. ულამაზესი ადგილია, წინ ალაზნის ველი მოჩანს, უკან ტყეა. რესტორნის ეზო ტერასებადაა დაყოფილი და გარე მაგიდებია განლაგებული. მაგიდებთან ვაშლის ხეები ყვაოდა.  ერთი სიტყვით, იქ მისული კარგი საღამოს გასატარებლად განვეწყვე. მაგრამ როგორც ერთი პოპულარული კაცი ამბობს ხოლმე: ნურას უკაცრავად! :)

პირველი გაოცება მიმტანის სიტყვებმა გამოიწვია, კარგა ხნის ლოდინის შემდეგ მოსულს, საყვედურით რომ შევხვდით.  “ნეტავ საერთოდ არ მოსულიყავითო”, –  ზუსტად ასე გვიპასუხა…  გაოცებამ რომ გადაგვიარა, ჯერ გავბრაზდით, შემდეგ კი გაგვეცინა.  როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ 2 მიმტანი მუშაობდა, მაგიდები კი თითქმის მთლიანად დაკავებული იყო.  ამ ტერასებს შორის გაოფლილ-გადაღლილები დარბოდნენ და ისეთი სანახავები იყვნენ, მოგერიდებოდა ადამიანს რამის თხოვნა. გულწრფელად შემეცოდნენ ასეთი შრომისთვის.  როგორც ჩანს, რესტორნის მეპატრონეს კლიენტების გულის მოგება დიდად არ ანაღვლებს და ფულიც ენანება, თუნდაც შაბათ-კვირას რომ მაინც დაამატოს პერსონალი.

საკმაოდ ბევრნი ვიყავით, ჭურჭელი კი არასაკმარისი მოგვიტანეს :(

მენიუს მოთხოვნას რომ აზრი არ ჰქონდა, თავიდანვე მივხვდით. თანამესუფრეებმა ზეპირად დაიწყეს სასურველი კერძების შეკვეთა,შიგა და შიგ,მიმტანი აწყვეტინებდა სიტყვებით: ეგ არ გვაქვს,ის გაგვითავდა, სხვა რამე მოითხოვეთ და ა.შ.  მოკლედ, ტრადიციულ-ქართულ-რესტორნული მენიუდან ბევრი რამ არ ჰქონდათ.

კერძები დიდი ინტერვალით მოჰქონდათ, ამის გამო მაგიდა სულ ცარიელი იყო :) მთელი დღის მოშიებული ხალხი ყველაფრის მოტანას ხომ ვერ დაელოდებოდა…

არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ პამიდორი ჰქონდათ უგემრიელესი :)  ალბათ ადგილობრივი სათბურიდან იყო მოტანილი, რბილი, წვნიანი და სურნელოვანი. როგორც წესი, წელიწადის ამ დროს პამიდორი ჯერ კიდევ უგემურია.

ასევე მომეწონა ხბოს მწვადი, თუმცა ბლომად წიწაკა ესვა…

გეთანხმებით, ფოტოს გადაღება შეჭმამდე სჯობდა, თუმცა  იმდენ ხანს ველოდით ამ მწვადს, რომ მომერიდა ფოტოსესიის ჩატარება …

ხაჭაპური არ გამისინჯავს, თუმცა კარგად გამოიყურებოდა

ქაბაბი ძალიან მარილიანი რომ არ ყოფილიყო, დადებითად შევაფასებდი.

ღვინოც დადებითად შეაფასეს, მე ამ საკითხში  ცუდად ვერკვევი.

შეკითხვაზე “თაფლა სუკის მწვადი თუ გაქვთ” პასუხად მივიღეთ: ” თაფლა სუკი კი არა, კიდევ რა გინდა ბიჯო” კახური ინტონაციით :)

ჭურჭელს თავადაც ხედავთ, უბრალო, როგორც ყველა ამ ტიპის რესტორანში.

სამაგიეროდ, ეზოში ულამაზესი ვაშლის ხეები ყვაოდა :) კარგი სერვისის და კერძების შემხვევაში, აქ ყოფნა მართლაც შესანიშნავი იქნებოდა.

ბავშვების გამო ადრე მოგვიხდა წამოსვლა, ანგარიშის გასწორება დარჩენილებმა ითავეს, ამიტომ ფასებზე ვერაფერს მოგახსენებთ.

მეორედ აქ ალბათ აღარ შევალ.

კომენტარები

კომენტარი

9 thoughts on “რესტორანი “თეთრი სახლი”

  1. ფასები ძალიან დაბალია მაქეთ ზოგადად :) გაგიკვირდება ისეთი იაფი, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონებში პროდუქტი შედარებით იაფია და იქვე ადგილზე ყიდულობენ ყველაფერს ნატურალურს, რესტორნის ფასებიც ძვირი არ არის შესაბამისად :)

  2. At initial, MasterCard PayPass seemed fairly useless, but once I employed
    it, I realized that not getting to pass your card back and forth to a clerk that swipes it actually does save time,
    and for little purchases exactly where I never have to sign, I barely slow down on my way via checkout.

  3. I like the helpful info you provide in your articles.
    I’ll bookmark your weblog and check again here regularly.
    I am quite certain I will learn a lot of new stuff right here!
    Good luck for the next!

  4. Gracias a las campañas de pago que ofrece Google AdWords vas
    a poder ponerte en los primeros resultados de las buscas de Google; eso sí: aparecerás como un anuncio pagado, esto es,
    arriba totalmente en el lateral de las buscas.

  5. Ahora que ya cuentas con más información sobre los Content Management System, es el instante de
    elegir el que más se acerque al diseño que necesita la página web de tu empresa negocio.

  6. El curso titulado ‘Gestión de turismo chino’, que organiza la Universidad de Córdoba (UCO) y
    que cuenta con la colaboración de la Diputación de Córdoba, a través
    del Patronato Provincial de Turismo, y ‘Chinese Friendly’, aproximará este mercado a estudiantes universitarios de Córdoba y profesionales del campo a lo largo de los días
    cuatro y 5 de marzo.

  7. Having read this I thought it was extremely enlightening.
    I appreciate you spending some time and effort to put this article together.
    I once again find myself personally spending way too much
    time both reading and leaving comments. But so what, it
    was still worth it!

Leave a Reply

Top