თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სასმელი (ალკოჰოლური/უალკოჰოლო) > რეჰანის ლიმონათი ატმით

რეჰანის ლიმონათი ატმით

ზაფხულის პაპანაქებაში ასეთი სასმელები ნამდვილი მისწრებაა! ცივი, ყინულით სავსე, არომატული და გემრიელი.  შაქარი შეგიძლიათ ნაკლებიც დაამატოთ, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. დაგჭირდებათ მხოლოდ რეჰანი, ატამი შაქარი და რა თქმა უნდა წყალი.


1კონა რეჰანი

1 ატამი

1.5 ლ.  წყალი

80-100 გ შაქარი

დაჭრილი ატამი, რეჰანის ტოტები და შაქარი მოათავსეთ ქვაბში.  დაასხით მდუღარე წყალი, თავსახური დააფარეთ და ასე გააციეთ. შემდეგ გაწურეთ და მაცივარში კარგად ჩააცივეთ.

სუფრაზე მიტანის წინ ჩაამატეთ ყინულები. ძალიან გემრიელი და არომატული საზაფხულო სასმელია.

თუ მუქი იისფერი რეჰანი მაქვს, რომელსაც მწვანე წერტილებიც კი არ არქვს, ასეთი ლამაზი ფერის ჯადოსნურ სითხეს ვიღებ :)

ლიმონის წვენიც უხდება, თუ გაქვთ, შეგიძიათ სცადოთ :)

ჩემს სტუმრებს ძალიან მოსწონთ, იმედია თქვენც ისიამოვნებთ :)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top