თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > წითელი ხავერდის ტორტი თეთრი შოკოლადის კრემით

წითელი ხავერდის ტორტი თეთრი შოკოლადის კრემით

ეს ტორტი ჩემი შვილის იუბილესთვის გამოვაცხე. ფერადი ტორტების გამოცხობის გამოცდილება აქამდე არ მქონდა, საკვებ საღებავებს იშვიათად ვიყენებ, მაგრამ ეს ტორტი გამონაკლისად მიმაჩნია. გარდა იმისა რომ ეფექტურია, თავად ბისკვიტიც ძალიან მომწონს. ცხიმის შემცველი ბისკვიტები  ბეზეზე დამზადებული ბისკვიტისგან განსხვავებით, უფრო ”სხეულიანია” ნოტიო, არ საჭიროებს დანამვას. წითელი ფერის ვარიაციებზე წინასწარ  რეპეტიციები გავიარე:  ჯერ ქაფქეიქები ვცადე, შემდეგ იყო რულეტი ალუბლებით და ნაღების კრემით (ამაზე მოგვიანებით მოვყვები) მესამე მცდელობა სწორედ ეს ტორტი იყო.

ცოტას კრემზეც გეტყვით. საერთოდ, თეთრი შოკოლადის მოყვარული არ ვარ, მასში ხომ კაკაოს ნასახიც არ არის… მაგრამ ჩემს შვილს უყვარს და რადგან ეს მისი იუბილე იყო, გავითვალისწინე. ამას გარდა, კრემებში თეთრი შოკოლადი ხშირად გამოიყენება, რადგან კრემის სტრუქტურას აუმჯობესებს.

მაშ ასე, თუ გადაწყვეტთ მოამზადოთ ეს უგემრიელესი ტორტი, მოიმარაგეთ

24-26 სმ დიამეტრის ფორმისათვის:

250 გ ფქვილი

120 გ დარბილებული კარაქი

2 კვერცხი

280-300 გ შაქარი

1 სავსე სადილის კოვზი კაკაო

240-250 მლ კეფირი

1/2 ჩ.კ მარილი

1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

2/3 ჩ.კ. სოდა ძმრით ან ლიმონის წვენით

წითელი საღებავი, საკვების, ზუსტი დოზირება თავად საღებავზეა დამოკიდებული. მე მქონდა ფხვნილის სახით, დამჭირდა დაახლოებით 1 ს.კ. ცოტა, ნაკლები. თავად არეგულირეთ სასურველი ფერის მიღებამდე.

(ბისკვიტის სიმაღლე ამ ზომის ფორმაში ორ ფენად გაჭრის საშუალებას იძლევა, თუ სამ ფენად გნებავთ, ნახევარი პორცია მიამატეთ ან პატარა ფორმაში გააკეთეთ, მაგალითად 15 სმ დიამეტრის.)

red-vlv-bday

კრემი:

550 მლ ნაღები 36-38%

100 გ თეთრი შოკოლადი

3-4 ს.კ შაქრის პუდრი

ვანილი

გლაზური

100 გ თეთრი შოკოლადი

50-60 მლ ნაღები (% იგივე)

2 ჭიქა ჟოლო

300 მლ ნაღები გააცხელეთ (არ აადუღოთ) და ჩაყარეთ შიგ დამტვრეული შოკოლადი. პერიოდულად ამოურიეთ, რომ შოკოლადი მთლიანად გადნეს, შეაგრილეთ და მაცივარში შედგით რამდენიმე საათით, კარგად რომ გაცივდეს.

მოამზადეთ ჟოლოც: ძალიან ფრთხილად გადაავლეთ წყალი და პირსახოცზე სათითაოდ დაალაგეთ, რომ შეშრეს, შემდეგ მაცივარში შეინახეთ.

ცომი:  დაამუშავეთ კარაქი და შაქარი მიქსერით,  შეურიეთ კვერცხები, შემდეგ კეფირი.

დააცერით  მშრალი ინგრედიენტები : ფქვილი, კაკაო, სოდა და გამაფხვიერებელი. მიქსერის გარეშე შეურიეთ ერთმანეთს.

ბოლოს ემატება საკვები საღებავის ფხვნილი ან წვეთები, რომელიც გაქვთ.  როგორც უკვე დავწერე, , ზუსტი რაოდენობის თქმა არ შემიძლია, რადგან დამოკიდებულია თავად საღებავზე და კაკაოს სიმუქეზეც. დაიწყეთ  ნახევარი ჩაის კოვზით (ფხვნილს ვგულისხმობ)  და თუ საჭიროდ ჩათვლით,ნელ-ნელა ამატეთ.შეგიძლიათ კოვზზევე თბილ წყალში გახსნათ და ისე ჩაამატოთ.

ჩაასხით ცომი ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და 170-180 გრადუსზე გამოაცხეთ.

გაცივებულ ბისკვიტს შემოუსწორეთ გვერდები ბასრი დანით და თანაბრად გაჭერით შუაზე.

ათქვიფეთ კარგად გაციებული შოკოლადიანი ნაღები მიქსერით. ის ნელ-ნელა გასქელდება და კრემის სტრუქტურას მიიღებს. როგორც კი შეამჩნევთ რომ ფორმას კარგად იჭერს, თქვეფა შეწყვიტეთ.

შედგით მაცივარში და ნაღების დარჩენილი ნაწილი ათქვიფეთ. შაქრის პუდრი გემოვნებით დაამატეთ, ვანილიც არ გადავიწყდეთ.

ნაღების კრემი ჩადეთ საკონდიტრო ტომარაში და ბისკვიტის ქვედა ფენაზე, ნაპირის გასწვრივ კრემის რკალი დაადეთ. მის გასწვრივ ჟოლოს დაალაგებთ, შემდეგ ისევ კრემის რკალი და ჟოლო.

დაადეთ ბისკვიტის მეორე ფენა, მსუბუქად დააჭირეთ და დააფიქსირეთ . გვერდებზე და ზემოდან წაუსვით შოკოლადიანი კრემი. შეეცადეთ, თუ სადმე რაიმე უსწორმასწორობა ან სიცარიელეა, კრემით ”გაასწოროთ”. ტორტის ძირთან კრემის დეკორაციაც ამავე კრემითაა დასმული.

ტორტი შედგით მაცივარში, რათა კრემი კარგად გაცივდეს და გამკვრივდეს.

მე გლაზური უშუალოდ დეგუსტაციის დღეს, დილით გავუკეთე. კრემი საკმაოდ კარგად იყო გაციებული და გლაზურის სითბოც კარგად აიტანა.

ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი+ნაღები. როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ, გადმოიღეთ და აცალეთ შეგრილება.პერიოდულად ამოურიეთ. ძალიან თუ გააციებთ, გადანაწილება გაგიჭირდებათ, ცხელი კი კრემს დაადნობს, ამასთან სწრაფად ჩამოიღვენთება. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად შეურჩიოთ ტემპერატურა. გლაზური დაასხით ტორტის შუაგულში და სწრაფად და თანაბრად გადაანაწილეთ ნაპირებისკენ ბრტყელი, გრძელპირა სპატულის ან ნიჩბის დახმარებით. მაშინვე შეაბრუნეთ მაცივარში. გაცივებული მორთეთ დარჩენილი ჟოლოთი.

red-velvet-bday-cake

რჩევა: ნებისმიერი ბისკვიტი, უმჯობესია, 1 დღით ადრე გამოცხვეს, შემდეგ კრემი წაესვას და ისევ 1 ღამე მაცივარში ინებივროს.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

27 thoughts on “წითელი ხავერდის ტორტი თეთრი შოკოლადის კრემით

  1. nino saocrebebs qmni,vgijdebi shens momzadebul kerzebze,tkbileulze.mereda rogori zedmicevnit gaqvs yvela detali agcerili,gamoricxulia rom raime kitxva gachndes laparaki zedmetia shedegze! yoveltvis saocrad momcons is shedegi(gemos vgulisxmob) rasac vigeb,roca sheni receptit vamzadeb raimes:) aucileblad vcdi etxelac am saocrebas,mitumetes shokoladis yvela varianti miyvars,tetric,shavic.. madloba receptistvis da bravo!!!!

    p.s. shens shvils ki HAPPY BIRTHDAY :)

    1. მარი, დიდი მადლობა, ამდენი საქებარი სიტყვის შემდეგ გავწითლდი :)) ასევე დიდი მადლობა მოლოცვისთვის :))

      1. ძალიან, ძალიან ვამაყობ თქვენით, მიხარია რომ ასეთი ნიჭიერები ხართ.
        შვეცდები მეც გავაკეთო, ვნახოთ რა გამომივა…..

        1. რუსო, აუცილებლად გამოგივათ :) დამიჯერეთ, ტორტის გაკეთება ძნელი სულაც არ არის :)

          და დიდი მადლობა ასეთი გულთბილი კომენტარისთვის :)

  2. nino saocri receptebia :)movixible xval vpireb shokoladis tortis gamocxobas da aucileblad mogcer, rogori gmomiva. mec miyvars eqsperimentebis chatareba da saertod vgijdebi zogadad kulinariaze shenma receptebma ki gamagija

    1. ხათუნა უღრმესი მადლობა :) თქვენი შედეგებიც გაგვიზიარეთ ფეისბუქის გვერდზე, ფოტოების სახით :)

    1. სამწუხაროა, მე პირველივე ცდაზე გამომივიდა, ამ ცომით ვაკეთებ ქაფქეიქებს, რულეტს და ტორტსაც. სამივე გამოდის. კონკრეტულად რა არ გამოგივიდათ, იქნებ დაგეხმაროთ

  3. უკაცრავად,გამაფხვიერებელი- ნებისმიერი ცომის შეიძლება გაუკეთოთ ბისკვიტს?თუ არა?

    1. თუ რეცეპტში მითითებულია,იმ შემთხვევაში უნდა დაამატოთ. ასევე იმ რეცეპტებში შეგიძლიათ, სადაც სოდაა მითითებული, ოღონდ ორმაგი რაოდენობა

  4. ჩემი ბისკვიტი მეტისმეტად ყავისფერი გამოვიდა, კაკაომ შეჭამა ჩემი წითელი ფერი : (

    1. ორნაირი კაკაო იყიდება, მუქი და ღია ფერის. ასეთ შემთხვევაში კაკაო ღია ფერის შეარჩიეთ, მე გამოვიყენე რუსული წარმოების, მწვანე ყუთში იდო. საღებავი ალბათ მწარმოებელზე და ხარისხზეა დამოკიდებული, მე ქაფქეიქებით დავიწყე და თვითონ დავარეგულირე სასურველი ფერი,ქაფქეიქები უფრო მუქია, ტორტში კი უკეთ განვსაზღვრე და ღია ფერი მივიღე. მოკლედ პატარა პრაქტიკა დაგჭირდებათ, ნამდვილად არ არის ძნელი :)

  5. naxebs rom tetri shokoladi shevurie axar gaskelda mere anu kremi vexar amovikvane risi brali unda ikos????:(

    1. ნაღები ხომ მაღალპროცენტიანი იყო, 30+%? შოკოლადის შერევის შემდეგ კარგად გააცივეთ? რამდენიმე საათი მაინც… მიქსერით გათქვიფეთ და მაინც არ ამოვიდა?

  6. ki nino… ortklis abazanaze gavadne shokoladi naxevrad davumate naxebi 35%-iani gavacie 3 saatit da axar amovida mere. saertod dziritadad naxebis krems vaketeb da mshvenivrad amodis xolme 3-4 wurshi. kidev mindoda metkva rom magari gogo xart:) kapcake-scomi dzalian momwons keqsad vaketeb dziritadad da superia upumpulesi:) magram ai cximiani comi kremit romelic mere macivarshi unda sheinaxo cota mere biskviti magrdeba ara??? madloba kuradxebistvis!!!

    1. მარი დიდი მადლობა შექებისთვის :)

      სამწუხაროა რომ არ ამოვიდა, ყველაფერი ზუსტად ისე დავწერე, როგორც გავაკეთე :( უნდა გასქელებულიყო როგორც კრემი

  7. გამარჯობა. სად შეიძლება ეს საღებავი შევიძინო და სხვა ფერებიც თუ არის? დიდი მადლობა

  8. didi madloba ase dacvrilebit ro agcert yvela detals!!!yoveltvis mindoda tortebis gamocxoba da ar gamomdioda, tkveni receptebit ki mgonia yvelaferi gamomiva!!!!gmadlobt!!!

    1. ნამდვილად გამოგივათ, რადგან ეს სხვა ტიპის ბისკვიტია და არ ჩავარდება, როგორც ტრადიციულ ბისკვიტებს შეიძლება დაემარტოთ

  9. ეს არის ჩემი უახლოესი მომავლის to-do list– ში ერთ–ერთ პირველ ადგილას :)

  10. ერთი ადგილი ვერ გავიგე კრემის შემთხვევაში დარჩენილ 250 გრ ნაღებს ათქვეფის შემდეგ რას უშვებით? შოკოლადიან ნაღებიან მასას ურევთ? პირველად ვაკეთებ ამ კრემს და მაგიტომ ვკითხულობ ასეთ დეტალებს :D

  11. Good day I am so happy I found your webpage, I really found you by accident, while I was researching on Aol for
    something else, Anyways I am here now and would just like to say thank you for a marvelous post and a all round
    interesting blog (I also love the theme/design), I don’t have time to read through it all at
    the moment but I have book-marked it and also added in your RSS feeds,
    so when I have time I will be back to read much
    more, Please do keep up the great job.

  12. You could definitely see your skills within the work you write.
    The world hopes for more passionate writers like you who are not afraid to say
    how they believe. All the time go after your heart.

Leave a Reply

Top