
ეს ამბავი ასე იყო. ტელეფონმა დარეკა, ძალიან საყვარელმა გოგონამ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემა “გურმანიას” სახელით თანამშრომლობა შემომთავაზა.
მედიასთან მწარე გამოცდილება კი გვაქვს, ერთი-ორი, ამიტომაც, ყველა შემოთავაზებაზე ტაიმ-აუტს ვიღებთ, ვიდრე საბოლოო პასუხს გავცემთ. ამიტომაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გოგოებს – ნინოს და თამუნას შევეხმიანე და აზრი ვკითხე. შეხვედრაზე შევთანხმდით და ერთ დღესაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის გრძელი დერეფნები გავიარე და იმ კორპუსში მოვხვდი, რომლის არსებობაც, მანამდე, საერთოდ არ ვიცოდი.
თაკოს რამდენიმე სიტყვით (ნუ მე რამდენიმე სიტყვას ვეძახი და 1 საათი კი იქნებოდა:D) ბლოგის ისტორია მოვუყევი, იქვე ვახსენე, რომ ჩვენ იმდენად ვირტუალურად შეწყობილი თანამშრომლობა გვაქვს, რომ ნინო და თამუნა რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთს არც კი შეხვედრიან :D ჰოდა გადაცემის მონახაზიც ადგილზე გაკეთდა.
ჯერ არ გვინახავს, როგორი გამოვიდა ბლოგ რატატუისა და “გურმანია”-ს პირველი ერთობლივი პროექტი :) ჩვენც თქვენთან ერთად ვიხილავთ პირველად.
მაშ ასე, არ დაგავიწყდეთ, შაბათს, 11 იანვარს, 4:30-ზე პირველ არხზე გადართეთ და გვიყურეთ, ვახოსთან და თამთასთან ერთად ჩვენ რამდენიმე უგემრიელეს კერძს მოვამზადებთ :)
მანამდე კი სულ რამდენიმე ფოტოს და ერთ საიდუმლოს გაგიზიარებთ: პირდაპირი ეთერი უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე გადაცემის ჩაწერა. ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა ჟურნალისტებს, რომელიც თითოეული გადაცემის მომზადებაზე ამდენ ენერგიას ხარჯავენ.
p.s. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო, საქართველოს კულინარიის აკადემიის მენეჯერს, ნანა თურმანიძეს და კულინარიუმს.