რატატუი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > რატატუი

რატატუი

რატატუის სამშობლო სამხრეთ საფრანგეთია, კერძოდ ქალაქ ნიცა. ძველად ის ღარიბების კერძად ითვლებოდა, მზადდებოდა ყაბაყით, წიწაკით, პამიდვრით, ნივრით და რა თქმა უნდა პროვანსული სუნელებით, რომელიც კერძს საოცარ არომატს ანიჭებს. თანამედროვე ვერსიებში ბადრიჯანსაც ამატებენ.  ერთი სიტყვით, რატატუი ფრანგული აჯაფსანდალია, კარტოფილის გარეშე. მისი მომზადება შეიძლება ორგვარად: ან დაჭრით კუბებად და ისე მოშუშავთ ან თხელ ფირფიტებად დაალაგებთ და ღუმელში მობრაწავთ.

სიტყვა ratatouille მოდის  ratatolha-დან. rata  საჭმელს, რაგუს ნიშნავს სამხედრო ჟარგონზე ასე უწოდებდნენ  ლობიოს და კარტოფილის ნარევს სხვადასხვა ბოსტნეულით და ცხიმიანი ხორცით, ასევე ამ სიტყვით აღნიშნავდნენ ღარიბულ და ცუდ საკვებს.

იმ ცნობილი მულტფილმის შემდეგ რატატუი განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ჩვენს ბლოგზე კი აქამდე არ იდო მისი რეცეპტი, არადა მის სახელს კი ვატარებთ :)  სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ამიტომ ბოლოსდაბოლოს გამოვასწორეთ ეს ”ხარვეზი” :)

საშუალო ზომის ფორმისთვის დაგჭირდებათ:

2 საშუალო ზომის  ყაბაყი

3-4 საშუალო პამიდორი

1-2 კბ ნიორი

1-1 წითელი და ყვითელი (ან მწვანე) დიდი ზომის ბულგარული წიწაკა

პროვანსული ბალახების ნაკრები herbes de provence

ზეითუნის ზეთი

მწვანილი (ქინძი, რეჰანი, ბაზილიკი…)

მარილი, პილპილი

1 თავი ხახვი

შესაძლებელია ბადრიჯნის და  ყვითელი ყაბაყის დამატებაც. ფრანგულ რეცეპტებში ყვითელი ყაბაყი თითქმის ყოველტვის ფიგურირებს.

სხვათა შორის, ყვითელი ყაბაყის თესლი შევიძინე, სოფელში დავთესეთ კიდეც, მაგრამ ჩვეულებრივი, ღია მწვანე ფერის აღმოჩნდა :( იმედია, მასთან ერთად ნაყიდი  ყვითელი პამიდორებიც არ დაწითლდებიან :D

ბოსტნეული ძალიან თხელ ფირფიტებად დაჭერით.

ერთი კანგაცლილი  პამიდორი გახეხეთ ან დააბლენდერეთ ნიორთან ერთად. ფორმის ძირსა დაგვერდებს ცოტაოდენი ზეთი მოუსვით. ერთმანეთზე დაალაგეთ ბოსტნეულის ფენები ფერების თქვენთვის სასურველი მონაცვლეობით.

მოასხით პამიდორ-ნიორის მასა, რამდენიმე კოვზი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ პროვანსული ბალახები და 200 გრადუსზე 20, მაქსიმუმ 30 წთ. ბოსტნეული რბილდება, თუმცა სიხრაშუნეს ინარჩუნებს. უკვე მზას მოაყარეთ მწვანილი.

ფრანგები რატატუის გარნირად მიიჩნევენ, თუმცა შეიძლება მთავარ კერძადაც მიირთვათ. ამ შემთხვევაში, პურს ან ბრინჯს ატანენ.

ეხლა რაც შეეხება პროვანსულ ბალახებს – ეს არის სხვადასხვა არომატული სუნელის ერთობლიობა. მის შემადგენლობაში ძირითადად შედის ბაზილიკი, მაიორანი, ორეგანო, როზმარინი, სალბი, ქონდარი, შეიძლება შეიცავდეს ტარხუნას, დაფნას და სხვ.

პროვანსული სუნელები არაჩვეულებრივია გრილზე შემწვარ ხორცეულთან და თევზთან, ბოსტნეულის რაგუსთან, სხვადასხვა სოუსებში და პამიდვრიან კერძებში.

კომენტარები

კომენტარი

21 thoughts on “რატატუი

  1. პროვანსულ ბალახებს ”ჯორჯიტაში” ვყიდულობ ხოლმე. საერთოდ მანდ ბევრი საინტერესო რამე იყიდება, შეიარეთ :)

      1. წერეთლის 116,გამოფენის გვერდით, დიდუბე პლაზას შენობაში

    1. პირიქით, უკვე ცაწყობილ ბოსტნეულს მოასხით ზემოდან :)

    1. სურვილის მიხედვითაა ქეთი, ზოგი ამატებს ზოგი არა

  2. ყველი რომ მოვახეხო თავზე არ მოუხდება? :D

    1. სოფო, ეგ უკვე სხვა კერძი გამოვა :)

      1. nino, dedachemi iko am zapxuls stumrad canadashi, chventan yvelgan ikideba es folgis sxvadasxva formebi da gaukvirda saqartveloshi ar minaxiao, xom ver metyvit misamarts sad sheidzinos Tbilis-shi. didi madloba

      1. Too bad! How come you hate to see the summer end? I love it because I'm totally a Fall person :-) These scone are setasnional and the butter looks so yummy, I absolutely have to give it a try! Blessings, Mary.

      2. Wow. What an amazing compliment. I am so glad to read this, and so proud of you! I was not able to complete the 30 day running challenge myself because of some crazy circumstances, and I wasn’t sure I would try it again. But reading your story has really inspired me to go for it again, once we move to San Diego and life is a little less in the way. So, thank YOU.I hope you’ll keep me updated of your amazing progress.

Leave a Reply

Top