თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ქლიავის / ვაშლის ტარტი ფენოვანი ცომით

ქლიავის / ვაშლის ტარტი ფენოვანი ცომით

Plum_Tarte1

თუ მაცივარში წინასწარ გამზადებული ფენოვანი ცომი და ტარტისათვის გამოსადეგი რომელიმე ხილი გაქვთ, 40 წუთში შეგიძლიათ გემრიელი ნამცხვარი მოამზადოთ.

ფემოვანი ცომი გააბრტყელეთ ღუმელის საცხობ ტაფაზე, მოაყარეთ დარიჩინგარეული შაქარი (2-3 სუფრის კოვზი), დააწყვეთ თხლად დაჭრილი ხილი და ზემოდან ისევ შაქარი მოაყარეთ, რომელსაც ვანილთან და დარიჩინთან ერთად 1 სუფრის კოვზ კარტოფილის სახამებელსაც გაურევთ. მე ერთი ლიმონის კანიც ჩავახეხე, თუმცა ეს აუცილებლობას ნამდვილად არ წარმოადგენს.

plum_tart_dough

ხილად მე ნახევრისთვის ვაშლი და კომში გამოვიყენე, მეორე ნახევრისთვის კი ქლიავი, რომელც ჯერ შუაზე გავჭერი, კურკა ამოვაცალე, შემდეგ კი წრიულად დავჭერი. დაჭრის უნივერსალური წესი არ არსებობს, ჭრით ისე, როგორც მოგიხერხდებათ და მოგეწონებათ (იხ. google results)

plum_tart_3

ღუმელში 240 გრადუსზე შევდგი და მანამ ვაცხვე (დაახლ. 30 წთ), სანამ ხილი ზემოდან კარგად არ შეიბრაწა.

plum_tarte_2

დაჭერით ბასრი დანით. მიირთვით ცხელი ან ცივი.

შაქრის რაოდენობა თავად დაარეგულირეთ, იმის მიხედვით, რამდენად გიყვართ ტკბილი. მე სულ 8 სუფრის კოვზი შაქარი გამოვიყენე და საშუალო სიტკბოსი გამოვიდა.

apple_plum_tart

 

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top