ქერის ტკბილი ფაფა |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ქერის ტკბილი ფაფა

ქერის ტკბილი ფაფა

მარცვლეული რომ ძალიან სასარგებლოა და აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩვენს რაციონში, ყველამ ვიცით.  დილაობით მარცვლეული საუკეთესო საუზმეა – კარგად ანაყრებს, რთული ნახშირწყლების წყაროა და ენერგიაც დიდხანს გვყოფნის. რამოდენიმე სასარგებლო და გემრიელი ინგრედიენტის დამატებით სუპერ-საუზმეს მივიღებთ.

perlovka

მაშ, მოვამზადოთ ტკბილი ფაფა ქერით (იგივე “პერლოვკა ” )

  • 1 ჭ ქერი (ჭიქა=250მლ)
  • 2.5 ჭ წყალი
  • 2/3 ჭ ქიშმიში
  • ½ ჭ დაჭრილი ნიგოზი
  • 1 პაკეტი ვანილიანი შაქარი
  • ½ ჩ.კ დარიჩინი
  • 2-3 ს.კ თაფლი
  • 50 გ კარაქი

 

ქერი გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. წყალი ბოლომდე არ უნდა დაშრეს, უნდა იყოს ცოტა წვნიანი.

ქიშმიშს წინასწარ მდუღარე დავასხათ რომ დარბილდეს და თან ჭუჭყი მოსცილდეს. გადავწუროთ და დავამატოთ მზა ფაფას.  გადმოვიღოთ ცეცხლიდან,  ჩავამატოთ თაფლი, კარაქი, ნიგოზი, ვანილიანი შაქარი, დარიჩინი, მწიკვი მარილი. კარგად მოვურიოთ.

ძალიან გემრიელი და სასარგებლო ფაფა მზადაა.

ხედავთ, რა მარტივია?

გემრიელად მიირთვით!

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top