თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ქათმისა და ავოკადოს სალათა

ქათმისა და ავოკადოს სალათა

თუ  საახალწლო ვახშმისთვის რაიმე მსუბუქს, გემრიელს, ჯანსაღს, მარტივს და განსხვავებულს ეძებთ, აი ეს სალათა სცადეთ!  დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ :)

qatmis avokados salat

4 ულუფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 2 ცალი ქათმის ფილე
  • 1 საშუალო ზომის ავოკადო
  • სალათის მიქსი
  • 10-12 ცალი ჩერი პამიდორი

დრესინგი:

  • 4 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ ლიმონის წვენი
  • 1 ჩ.კ დიჟონის მდოგვი  (ცხარე არა)
  • პარილი, პილპილი
  • ½ ჩ.კ შაქარი
  • შეიძლება დაემატოს 1 კბილი გაჭყლეტილი ნიორიც

თითოეული ფილე ორად გავჭრათ სიბრტყეზე. კარგია თუ წინასწარ ლიმონის წვენში დავამარინადებთ. შეწვის წინ მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევწვათ ცხელ ტაფაზე, ცოტა ზეთში. მე ზეთს პირდაპირ ხორცს ვუსვამ და ისე ვდებ გახურებულ ცხელ ტაფაზე – ცხიმის ნაპერწკლებს აღარ ისვრის.

სალათის მიქსი გავანაწილოთ თეფშებზე, მოვასხათ სოუსის ნაწილი და ფრთხილად ამოვურიოთ. შემდეგ დავამატოთ გაჭრილი პომიდვრები, თხლად დაჭრილი ავოკადოსა და ქათმის ხორცის ნაჭრები. კვლავ მოვასხათ სოუსი. მივირთვათ მაშინვე, ან უახლოეს წუთებში. ფრეშ სალათებს დიდხანს დაყოვნება არ უყვართ.

აი, ასეთი მარტივია, მაგრამ ძალიან გემრიელი და მსუბუქი. სალათის ფოთლები ყურადღებით აარჩიეთ, მომწარო არ იყოს თორემ გემოს გააფუჭებს. სანამ თბილისში ვცხოვრობდი, სალათს კარფურში ვყიდულობდი ხოლმე – უფრო მეტი სახეობის ჰქონდათ, ხრაშუნა, გემრიელი ფოთლებით. ბაზარში, როგორც წესი, მხოლოდ ერთი სახეობის მწვანე ფოთლებს ყიდიან – მეტისმეტად მოსაწყენი, მომწარო გემოთი. დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება ადგილები, სადაც სასურველ პროდუქტს იპოვით.

qatmis da avokados

გემრიელად მიირთვით და ახალ რეცეპტებს დაელოდეთ :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “ქათმისა და ავოკადოს სალათა

  1. Superb website you have here but I was curious if you knew of
    any message boards that cover the same topics discussed here?
    I’d really like to be a part of community where I can get suggestions from other experienced individuals that share the same interest.

    If you have any suggestions, please let me know.

    Thanks!

  2. I know this webpage presents quality depending articles or reviews and other material, will there be every other site which provides these sorts of information in quality?

Leave a Reply

Top