თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ქათმის ფილე ნაღების სოუსით – ღვთაებრივად გემრიელი!

ქათმის ფილე ნაღების სოუსით – ღვთაებრივად გემრიელი!

ეს ჩემი საყვარელი კერძია! თითოეული ინგრედიენტი საოცრად ეხამება ერთმანეთს  და არაჩვეულებრივი კერძი გამოდის ნაღების ნაზი არომატით. 30 წუთში ბრინჯის მოხარშვის ჩათვლით, ყველაფერს მოასწრებთ და უამრავ კომპლიმენტსაც მიიღებთ :)

qatami nagebit

 

2 ფილე

300 გ ქამა სოკო

1 ხახვი

1 კბ ნიორი

200 გ ნაღები 20 %

100 მლ თეთღი ღვინო

ოხრახუში

მარილი და პილპილი

 

ქათმის ფილე დავჭრათ პატარა მოგრძო ნაჭრებად. ტაფაზე გავაცხელოთ ცოტა ზეთი და დავბრაწოთ.  დავამატოთ დაჭრილი ხახვი, ნიორი და სოკო. გავაგრძელოთ შუშვა მაღალ ცეცხლზე დაახლოებით 8-10  წუთის განმავლობაში, შემდეგ დავამატოთ ღვინო.

ღვინის წამოდუღებიდან  ორიოდე წუთში დავამატოთ ნაღები. ისიც წამოვადუღოთ 1წუთით  და გადმოვიღოთ ცეცხლიდან. ბოლოს ვამატებთ მარილს, პილპილს და ოხრახუშს

გარნირად უხდება მოხარშული ბრინჯი ბასმატი

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “ქათმის ფილე ნაღების სოუსით – ღვთაებრივად გემრიელი!

  1. ნინო, ბრინჯი ბასმატი სად იყიდება?. ნინო ბრინჯი თეფშზე ეგრე ლამაზად როგორ დადე?.მასწავლე რა :) ;*

    1. ყველგან იყიდება :) რაიმე ჭურჭელში უნდა ჩადო, ჩატკეპნო და შემდეგ ამოაბრუნო,მაგალითად პატარა ჭიქაში

Leave a Reply

Top