თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ფრინველის ხორცი > ქათმის ფილე ყველის გულით

ქათმის ფილე ყველის გულით

katmis-ruleti-kvelit

ყველაფერი გენიალური რომ მარტივია, ვიცით :) და ეს წესი სამზარეულოშიც წარმატებით მოქმედებს. აი, ეს კერძიც, ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება, თუმცა გემო, თავმდაბლობას დავივიწყებ და გეტყვით, რომ არაჩვეულებრივია :)

ქათმისგან წვნიანს ვამზადებდი და ფილეს ნაჭრები შემოვინახე. საერთოდ, ქათმის ფილე მენანება ხოლმე წვნიანებში, ცალკე ვინახავ,ლიმონის წვენში ვამარინადებ და მერე სხვადასხვა რეცეპტებით “ვექსპერიმენტობ”. ხან სალათებთან მივირთმევთ მარტივად შემწვარს, ხან კატლეტებს ვამზადებ ბავშვისთვის, ხან რულეტს ვაკეთებ სხვადასხვა შიგთავსით. ამჯერად კიევური კატლეტი მინდოდა, მაგრამ მომზადების წინ სხვა იდეა გამიჩნდა. თუ თქვენც გადაწყვეტთ მოამზადოთ, დაგჭირდებათ:

2 ნაჭერი ქათმის მთლიანი ფილე
2 ნაჭერი სულგუნი, მსუბუქად მარილიანი
ცოტა ოხრახუში და კამა
2-4 ნაჭერი ბეკონი
მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი

ქათმის ფილე წინასწარ მქონდა დამარინადებული ლიმონის წვენში. დამარინადებამდე მსუბუქად დაბეგვეთ, ისე რომ ხორცი არ დაზიანდეს და მთლიანობა არ დაერღვეს.

შემდეგ, გვერდიდან დანით ჩაჭერით ისე რომ “ჯიბე” გააკეთოთ ფილეს შიგნით, შეუცურეთ დანის წვერი და ეს ჯიბე გააფართოვეთ ფილეს ნაპირებისკენ,მაგრამ ნაპირები არ გაჭრათ. მოაყარეთ პილპილი და სულ ცოტა მარილი, ოდნავ. მე მარილი არ მომიყრია, რადგან ბეკონისა და ყველის მარილი საკმარისად მივიჩნიე.

ყველი გახეხეთ (დაჭერით წვრილად) და შეურიეთ დაჭრილი მწვანილი. ეს მასა ჩატენეთ ფილეს შუაგულში. ფილეები გადაახვიეთ ბეკონის 1ან 2 ნაჭერში, მჭიდროდ, ისე რომ ფილეს გაჭრილ ნაწილს ბეკონი ფარავდეს, ასე ყველი ნაკლებად გადმოიღვრება გარეთ გადნობისას.

წვავთ ტაფაზე, ცოტა ზეთში, ორივე მხრიდან ჯერ საშუალო, შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე.

file-kvelit
გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

6 thoughts on “ქათმის ფილე ყველის გულით

  1. nino gamarjobat, dzalian damainteresa am receptma da minda gkitxot—rogor bekons iyenebt? amxela nacheri ra zomis bekonshia gadaxveuli? gmadlobt winaswar.

  2. nino gushin gavakete. gadasaxvevi bekoni ver vishove da amito fileshi shignit chavtene dz gemrielia magram tviton file iyo ratomgac dz mshrali da magari, :(((

    1. ნინო, გაყინული ფილე ხომ არ გამოიყენე? მეც მქონია მსგავსი პრობლემა და იმიტომ. მაგრამ როცა გაუყინავ, ახალ, ქართული ქათმის ფილეს ვიყენებ, ყველთვის კარგი გამოდის, თან თავიდან სწრაფ ცეცხლზე ვწვავ, გარედან რომ უცებ შეიკრას და წვენი შეინარჩუნოს.მერე დაბალზე ვაგრძელებ

  3. gayinuli iyo sxva fizikurad ver vishove, erti populshi tu wavawydebodi rame ucxos evropuls magram isic gacarielda, da mxolod erti ragac braziliuri gayinuli file iyo mtel qalaqshi sxva variants versad wavawydi :D warmoidgine txlad datlili bekonic ki ver vishove……. ai carrefour-s rom gagvixsnidnen qutaishi, chems sixaruls sazgvari ar ekneboda:D

    1. ნინო, აქ (თბილისში) იყიდება გაუყინავი ქათმები, მუხრანის ან კუმისის ფირმის, მე ყოველთვის ასეთ ქათამს ვყიდულობ და როცა ვამზადებ ფილეს ცალკე ვაჭრი ხოლმე. ასეთი ქათამი გაყინვის შემდეგაც უკეთესი რჩება, ვიდრე იმპორტირებულები. არ ვიცი ქუთაისში თუ იყიდება ასეთი ქათმები,მოიკითხეთ, შეიძლება იყოს რაიმე ადგილობრივი ფერმიდან,

  4. Dzalian gemrieli da lamazi kerdzia…Didi madloba receptistvis, chems meugles dzalian moecona me ki sashualeba momeca kidev ertxel gameocebina igi :)) gmadlobt…

Leave a Reply

Top