ქათმის ბურთულები პამიდვრით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ქათმის ბურთულები პამიდვრით

ქათმის ბურთულები პამიდვრით

დღეს ისეთი გრილი ამინდია, ღუმელის ანთება ალბათ არც დაგეზარებათ :)  ამ გემრიელი კერძის მომზადებას კი ერთი საათიც არ სჭირდება.  თუ ქათმის ფარში არ აღმოჩნდა თქვენს სიახლოვეს, არც ეგაა პრობლემა, სცადეთ საქონლის ხორცით. მოარგეთ საკუთარ გემოვნებას და შესაძლებლობებს – მე მხოლოდ იდეებს გთავაზობთ :)

 

მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს! საბოლოო შედეგი იქნება ასეთი:

_DSC0008 copy

 

600 გ ქათმის ფარში

1 თავი ხახვი

2 კბ ნიორი

1 პატარა კვერცხი

1 ნაჭერი პური

2-3 ტოტი პიტნა (მხოლოდ ფოთლები)

წიწაკა

მარილი

ოხრახუში

 

სოუსისთვის:  2 მწიფე პამიდორი

1 ს.კ ტომატ-პასტა+ 50 მლ წყალი

1 კბ ნიორი

ქონდარი

მარილი

პილპილი

რეჰანი, ქინძი ოხრახუში

4-5 მწყრის კვერცხი

 

გავატაროთ ხორცსაკეპში ქათმის ხორცი, ხახვი, მწვანილები, ნიორი და დამბალი პურის ნაჭერი. დავამატოთ კვერცხი, მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ. გავაკეთოთ პატარა ბურთულები და ჩავალაგოთ ღუმელისთვის განკუთვნილ ფორმაში

 

კანგაცლილი პამიდორი დავჭრათ წვრილად, შევურიოთ წყალში გახსნილი ტომატის პასტა, ნიორი და მწვანილების ნაწილი, ასევე მარილი და პილპილი.

დავასხათ ხორცის ბურთულებს და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. ამის შემდეგ ჩავახალოთ მთლიანი კვერცხები, ათქფეფის გარეშე და შევაბრუნოთ ისევ ღუმელში, სანმ კვერცხი მომზადდება.

მზა კერძს მოვაყაროთ დარჩენილი მწვანილი და მივიტანოთ სუფრასთან გარნირთან ერთად. გარნირად გამოდგება კარტოფილი, ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა და სხვა.

გემრიელად მიირთვით :)

_DSC0011 copy

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top