თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ფრინველის ხორცი > ქათმის ბლანკეტი

ქათმის ბლანკეტი


ვინც განსხხვავებულ გემოებს ეძებს, ეს ფრანგული კერძი ნამდვილად მოეწონებათ.



1 კგ ქათამი
400 გრ ნაღები ან არაჟანი (მე არაჟანი გამოვიყენე)
500 გრ ქამა სოკო
2 კვერცხის გული
2 თავი ხახვი
2 დაფნის ფოთოლი
2 მიხაკის ჩხირი
2 ს.კ ფქვილი
მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი (დანის წვერით)
შავი პილპილი, მარილი, 
1/2 ჩ.კ პაპრიკა
რამდენიმე ღერი ოხრახუში



  • პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათამი შებრაწეთ მსუბუქად ღრმა ქვაბში ან ტაფაზე. დაასხით 500 მლ წყალი, ჩააგდეთ მიხაკჩარჭობილი ხახვის ბოლქვები, დაფნა და მოხარშეთ ქათამი.
  • სხვა,მეტალის ქვაბში მინიმალურ ცხიმში მოშუშეთ ოთხად გაჭრილი სოკოები
  • პარალელურად ერთმანეთში აურიეთ კვერცხის გულები, არაჟანი და ფქვილი.
  • ქათმის ბულიონი გაწურეთ და დაასხით სოკოს, ჩაამატეთ არაჟნის მასა, კარგად აურიეთ და წამოადუღეთ. ცოტა რომ შესქელდება, ჩაალაგეთ შიგნით ქათმის ნაჭრები, დაამატეთ მუსკატის კაკალი,პაპრიკა.
  • 5 წუთიანი დუღილის შემდეგ გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაამატეთ მარილი, პილპილი და ოხრახუში.

კომენტარები

კომენტარი

One thought on “ქათმის ბლანკეტი

Leave a Reply

Top