თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ქათამი თხილის სოუსში [+ვიდეო]

ქათამი თხილის სოუსში [+ვიდეო]

qatami txilis sousshi

დღეს ჩვენი სტუმარია დათო, იგივე Voi Chief და გვასწავლის როგორ ვაქციოთ ჩვეულებრივი ქათმის ფილე არაჩვეულებრივ კერძად.

ამისთვის დაგვჭირდება:

  • ქათმის ფილე – 1 ცალი
  • ქართული თხილი – გემოვნებით, ხოლო თუ გემოვნებას ვერ ენდობით, მაშინ ასე 15 კაკალი.
  • არაჟანი – 2-3 კოვზი
  • წყალი – 1/3 ჭიქა
  • ევროული ყველი (გაუდა, ედამერი ან სხვა) – 20-30 გრამი
  • პიტნა – გემოვნებით
  • ლიმონი – 1/2 ცალი
  • მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება:

ვიღებთ ქათმის ფილეს, დაახლოებით 200 გრ. ვაბრტყელებთ, რათა მალე მომზადდეს და ვაყრით შავი პილპილის მსხვილ მარცვლებს, ანუ მსხვილად დაფქულს.

ტაფაზე ვასხამთ ზეითუნის ზეთს, საშუალო ტემპერატურაზე, რომ არ დაგვეწვას
პარალელურად ვიღებთ ქართულ თხილს, 15 კაკალს, რაც საშუალოდ 20 გრამია. + არაჟანს, 2 სუფრის კოვზს და თბილი წყალს. ვამატებთ პილპილს, მარილს და ვაბენდერებთ, სანამ თხილი არ გაქრება და მასა არ აქაფდება

შეწვის შემდეგ ქათმის ფილეს სურვილისამებრ მარილით ვკმაზავთ და ტეფშის ცენტრში ვათავსებთ

ვახეხავთ 20-30 გრ გაუდას ან ედამს

ვასხამ სოუსს ისე, რომ ქაფმა დაფაროს ქათამი

მერე ამას ვადებთ პიტნას, როგორც ვიდეოშია, ლიმონს, ცოტა პარმეზანს და ეგაა :)

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top