თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > აზიური > ქათამი ქოქოსის რძით

ქათამი ქოქოსის რძით

ქათამი ქოქოსის რძით ეგზოტიკური, გემრიელი და საინტერესო კერძია.   ნამდვილად ღირს, რომ ერთხელ მაინც სცადოთ და მოამზადოთ.  მე თავად  დონას რეცეპტის შთაგონებით მოვამზადე, თუმცა მცირე ცვლილებები შევიტანე ჩემს მაცივარში არსებული პროდუქტების გათვალისწინებით

qatami qoqosis rzit

 

ქათმის ფილე 2 ცალი (ანუ მთლიანი მკერდი, ძვლების და კანის გარეშე)

ბროკოლისა და  ყვავილოვანი კომბოსტოს  4-5 პატარა ყვავილედი (თითოეული)

100 მლ ქოქოსის რძე

1-2 ცალი პამიდორი

1 თავი ხახვი

1 ჩ.კ. კარის სუნელი

წითელი წიწაკა, პაპრიკა,მარილი გემოვნებით

ნედლი ქინძი ან ოხრახუში მოსაყრელად

 

პამიდორს მოვაცილოთ კანი და წვრილად დავკეპოთ ან პიურედ ვაქციოთ.

ზეთში მსუბუქად მოვშუშოთ ხახვი.

დავამატოთ დაჭრილი ქათმის ფილე და მოვბრაწოთ

შემდეგ მოვაყაროთ სუნელები: კარი, პაპარიკა, წიწაკა და მოვასხათ პამიდვრის პიურე. ვადუღოთ რამოდენიმე წუთით

დავამატოთ ქოქოსის რძე, ბროკოლი,  ყვავილოვანი კომბოსტო და კვლავ დავტოვოთ ცეცხლზე  5-6 წუთი.

გადმოვიღოთ ცეცხლიდან და დავამატოთ დაჭრილი მწვანილი და მარილი.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “ქათამი ქოქოსის რძით

    1. ქოქოსის რძე მე ჯორჯიტაში ვიყიდე, კარის სუნელი კი დაფასოებულები იყიდება სუნელების სექციაში, მარკეტებში და ბაზრობაზეც

Leave a Reply

Top