ქათამი ოსპით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ქათამი ოსპით

ქათამი ოსპით

დღეს მინდა ისეთი კერძი გაგიზიაროთ, მთელი ოჯახი რომ შემოუსხდებით და გემრიელად დანაყრდებით – ქათამი ოსპით. ამასთანავე ძალიან ადვილი მოსამზადებელია, ძალიან სასარგებლო, ჯანსაღი და რაც მთავარია – გემრიელი.

კერძის იდეა და რეცეპტი ეკუთვნის დონა გიორგაძეს, რომელმაც არაჩვეულებრივი ინგლისურენოვანი კულინარიული გვერდი შექმნა georgiancook.com. გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ამზადებს, დონა ფოტოებსაც ისე მადისაღმძვრელად იღებს, ყველაფრის მომზადება-დაგემოვნება მინდება ხოლმე. ერთხელაც, ფეისბუქის სქროლვისას სწორედ ამ რეცეპტს გადავეყარე :) და გავაკეთე…  თანაც უკვე მერამდენედ :)

qatami ospi

  • 1 კგ ქათმის ნაჭრები (აქ ბარკლები)
  • 350 გ წითელი ოსპი
  • 1 პატარა თავი ხახვი
  • მარილი, პილპილი
  • ოხრახუში, ქონდარი ( აქ thyme-ს ვყიდულობ ხოლმე, ცოტა განსხვავდება ჩვენებური ქონდრისგან)
  • დაფნა
  • 2 ს.კ პომიდვრის საწებელი (მე ვხმარობ მზას, “ბარილას” აქვს ძალიან გემრიელი ნივრიან-ბაზილიკიანი სოუსი. ესეც უფასო რეკლამა ;))

ტაფაზე გავაცხელოთ ცოტა ზეთი და მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ ხორცის ნაჭრები. ხორცს წინასწარ წავუსვათ მარილი და პილპილი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და რამდენიმე წუთი ვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ გარეცხილი ოსპი, დავასხათ 450 -500 მლ წყალი, დავამატოთ დაფნა და მოვხარშოთ თავდახურული. წყალს რომ თითქმის დაიშრობს, კერძი მზადაა. დავამატოთ მარილი და პილპილი, მოვასხათ პომიდვრის სოუსი და მოვაყაროთ მწვანილი.

აი ასე მარტივად შეიძლება სრულფასოვანი სადილის მომზადება :)

qatami ospit

 

n

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top