ქათამი მოროკოულად |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ქათამი მოროკოულად

ქათამი მოროკოულად

qatami_marokoulad

ინგრედიენტები

  • ქათმის 10 ბარკალი (შეგიძლიათ ფილეც დაამატოთ ცოტა, მომცრო ნაჭრებად დაჭრილი)
  • მწვანე (ფრანგული) ლობიოს ღეროები (ცოცხალი ან გაყინული, 3-4 მუჭი, გემოვნებით)
  • თეთრი მუხუდო (დაკონსერვებული, 1 ქილა)
  • დაჭრილი კანგაცლილი პომიდორი (ცოცხალი ან დაკონსერვებული, 1 დიდი ქილა)
  • 2 თავი ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • თითო ს/კ კვლიავი, წიწაკა ჩილი და თაფლი,
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • მარილი (გემოვნებით)
  • ზეთი
  • ნახევარი ლიმონის წვენი

free-range-chicken-drumsticks-52-p quinoa-salad-with-roasted-tomato-rocket-and-roasted-chickpeas-milk-cookies-1

cut+green+beans

 

couscous

მომზადება

ქვაბში (სასურველია თუჯის) შეათბეთ ზეთი, ჩაყარეთ სუნელები, დაამატეთ ნიორი და თაფლი, დააწურეთ ლიმონი, 2-3 წუთი დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ. არომატით და სტრუქტურით მიხვდებით, რომ მზად არის სოუსი

ამის შემდეგ (მოუმატეთ ცეცხლს და) სოუსს დაამატეთ ქათმის ნაჭრები, დააყარეთ მსხვილად დაჭრილი ხახვი + თეთრი მუხუდო + პომიდორი და ბოლოს მწვანე ლობიო (1-2 წუთის ინტერვალით)

თავდახურულ ჭურჭელში საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ 10-15 წუთი (შეამოწმეთ, რომ ქათამი ვარდისფერი არ იყოს), პერიოდულად მოურიეთ, რომ არ მიიწვას (შეიძლება ცოტა წყლის დამატება დასჭირდეს) და კერძი მზად არის!

გარნირი

ყველაზე მეტად უხდება კუსკუსი, რომელიც მზადდება მარტივად – კუსკუსს დაასხით ადუღებული წყალი, რომ გაფუვდეს, დააწურეთ ლიმონი, მოაყარეთ მარილი და მოასხით ზეითუნის ზეთი. შეგიძლიათ დაამატოთ სუნელები (გემოვნებით).

IMG_4447

კომენტარები

კომენტარი

One thought on “ქათამი მოროკოულად

Leave a Reply

Top