თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > აზიური > ქათამი მანდარინით

ქათამი მანდარინით

კიდევ ერთი უცნაური გემო და კიდევ ერთი ექსპერიმენტი!   უბრალოდ მქონდა ქათამი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა ისეთი, გემრიელიც რომ ყოფილიყო და აქ დასაწერადაც გამომდგომოდა :)  გადავხედე ჩემს სამზარეულოს და  ამოვარჩიე მეტ-ნაკლებად თავსებადი ინგრედიენტები.  საბოლოოდ მშვენიერი ეგზოტიკური ქათამი გამოვიდა, დედაჩემსაც კი მოეწონა, არა და მეტისმეტად ტრადიციული გემოების მოყვარულია და უცნაური კერძებით ჩემს აღფრთოვანებას ხშირად არ იზიარებს.

qatam mandarin

1კგ ქათამი

2 მანდარინი

2 სმ ნედლი ჯანჯაფილი

2 ს.კ. სოიოს სოუსი

1 სავსე ჩ.კ დიჟონის მდოგვი

½-1/2 ჩ.კ ორეგანო და ქონდარი

წითელი წიწაკა

მარილი

2 კბილი ნიორი

 

ქათამი დავჭრათ ნაჭრებად.

მოვამზადოთ სოუსი:  გარეცხილი მანდარინი კანიანად დავაბლენდეროთ,დავამატოთ სოისოს სოუსი, მდოგვი, ქონდარი, ორეგანო, წიწაკა, მარილი და დაჭყლეტილი ნიორი

მიღებული სოუსი მოვასხათ დაჭრილ ქათამს და კარგად ავურიოთ, ყველგან შევაზილოთ.  თუ დრო გვაქვს, სასურველია 1 საათი მაინც მაცივარში გავაჩეროთ.

ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე და შევდგათ ტაფაში ჩალაგებული ქათამი, სოუსიანად.

შევწვათ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, პერიოდულად კი თავისივე წვენი ვასხათ ზემოდან.

გარნირად უხდება ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი და ცოცხალი ბოსტნეულის სალათი

qatami mandarini

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “ქათამი მანდარინით

  1. თუ ნედლ ჯანჯაფილს ფხვნილით ჩავანაცვლებთ რამდენი უნდა? 1 ჩ/კ?

    1. ნედლი და ხმელი ჯანჯაფილის გემო ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან ნედლის შოვნაც აღარ არის პრობლემა თბილისში, სჯობს ნედლი გამოიყენოთ. ხმელ დაფქულ ჯანჯაფილს უფრო საკონდიტრო ნაწარმში იყენებენ

Leave a Reply

Top