თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > მკითხველთა პოსტები > ქათამი მაიონეზის სოუსსა და კვერცხში

ქათამი მაიონეზის სოუსსა და კვერცხში

დაგვჭირდება

  • 1 ქათამი
  • 3-4 კვერცხი
  • 1 პატარა თავი ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1.5 მაიონეზი (~300 მლ)
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 2 თავი ხახვი
  • ცოტა ქინძი, სუნელები (ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, დაფქული წითელი წიწაკა)

მომზადება

ქათამს ვწვავთ, კვერცხს ვხარშავთ და კომბოსტოს ჯერ ვწალავთ (რამდენიმე წთ. მდუღარე წყალში), მერე თევზის პრინციპით ვწვავთ ორივე მხრიდან (ფქვილში ამოვლებულს და ოდნავ დატკეპნილს).

პარალელურად ვხრაკავთ ხახვს, უმჯობესია ქათმის შენაწვავ ტაფაზე. ხოლო ცალკე მაიონეზს ვხსნით წყალში კარგად და სუნელებით ვკმაზავთ, ვაჭყლეტთ ნიორს, ვაყრით მოხრაკულ ხახვს და მწვანილს და ვაყრით მარილს.

ბოლოს, სოუსში რიგრიგობით ვაწყობთ ქათმის ნაჭრებს, შუაზე გაჭრილ კვერცხებს და კომბოსტოს ნაჭრებს. ჯობია მიირთვათ 10-15 წუთის შემდეგ, რომ მანამდე გაუჯდეს სოუსი.

გემრიელად მიირთვით :)

სალომე ელიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

2 thoughts on “ქათამი მაიონეზის სოუსსა და კვერცხში

  1. ძალიან გემრიელი და მაწიერი იქნება,სუნელები ძალიან მოუხდება,უნდა ვსინჯო,გავაკეთო. დიდი მადლობა,ძალიან მომწონს თქვენი რეცეპტები.

Leave a Reply

Top