თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ლუდში შემწვარი ქათამი

ლუდში შემწვარი ქათამი

აი, ქათმის მომზადების კიდევ ერთი ვერსია, რომელიც წინასაახალწლოდ დავტესტე  და რომლის დეგუსტაციამაც წარმატებით ჩაიარა ჩემს ოჯახში.  მე გირჩევთ თქვენც სცადოთ, შემდეგ კი არ დაიზაროთ და შთაბეჭდილებებიც გამიზიაროთ :)

ძალიან ადვილად მზადდება. უბრალოდ, წინა დღით ქათამს ლუდის აბაზანაში ჩააბრძანებთ და მთელი ღამით ანებივრებთ. ამ სასიამოვნო რელაქსაციის შემდეგ კი ღუმელში დაბრაწავთ სანამ აი ასეთ, მადისაღმძვრელ, ოქროსფერ-მოწითალო კნაწუნა კანს არ მიიღებს :)

_DSC0119 (Copy)

 

ქათამი 1.5 კგ

კარგი ხარისხის ლუდი – 250 მლ

ზღვის მარილი (მსხვილი)- 1 ჩ.კ

ხმელი ქონდარი 1 ჩ.კ

პილპილის მარცვლები 1 ჩ.კ

 

ქათამი წინა საღამოს გავასუფთაოთ, ჩავდოთ ღრმა თასში, მკერდით ქვემოთ,  დავასხათ ლუდი, ისე რომ ნაწილი მუცლის ღრუშიც ჩავიდეს. გადავაფაროთ თავზე ცელოფანი და მაცივარში შევდოთ მტელი ღამით.

მეორე დღეს , მომზადებამდე 30-40 წუთით ადრე მაცივრიდან გამოვიღოთ. ფილთაქვაში ერთად ჩავნაყოთ მარილი, ქონდარი და პილპილის მარცვლები.

_DSC0115 (Copy) (2)

ამოვიღოთ ქათამი ლუდიდან და სანელებლები შიგნიდან და გარედან კარგად შევაზილოთ.  ჩავდოთ ღუმელის ფორმაში, დავასხათ მარინადის ნახევარი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ. . დაახლოებით 30-40 წუთში დავიწყოთ დარჩენილი მარინადის 2-3 ეტაპად ჩამატება, თან ფუნჯით ზედ ვუსვათ წვენი, რომელიც ტაფაში დაგროვდება.  შეწვის დასრულებამდე 4-5-ჯერ მაინც წავუსვათ ფუნჯით ეს წვენი.  ქათამმა მუქი ოქროსფერი შეფერილობა უნდა მიიღოს, ოთახში კი მოტკბო, კარამელისმაგვარი სურნელი დატრიალდება.

_DSC0120 (Copy)

გარნირად უხდება ბრინჯი, კარტოფილი, ცოცხალი ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top