ქათამი აზიურად |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Uncategorized > ქათამი აზიურად

ქათამი აზიურად

qatami_aziurad

ინგრედიენტები:

500 გრ. ქათმის ფილე

500 გრ. სოკოს მიქსი

 

მარინადისთვის:

სოიოს სოუსი, ზეთი, ლიმონის წვენი,  წვრილად დაჭრილი კოჭა, ქინძი, ჩილი.

 

გარნირი:

ბრინჯის (ან ლობიოს) ლაფშა.

 

მომზადება:

ქათმის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, მოათავსეთ მარინადის სოუსში, ცელოფნით ჰერმეტულად შეფუთეთ (ან სპეციალურ ცელოფნის პარკში ჩადეთ, რომელიც სუპარმარკეტებში იყიდება) და მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით (2 საათი მაინც გააჩერეთ)

222

ქათმის ფილე მოათავსეთ ცხელ ტაფაზე, მოთუშეთ მაღალ ცეცხლზე, დააყარეთ სოკოს მიქსი (როგორც წესი ქამა სოკოს, პორტაბელოს და ხის სოკოს ვიყენებ – ასეთ შემთხვევაში ჯერ ხის სოკოს ვთუშავ, მერე ქათამს და ბოლოს ვამატებ ქამა სოკოს და პორტაბელოს).

mushroom-sausage-cast-iron-baked-05

საჭიროებისამებრ დაამატეთ ცოტა ზეთი.

ბრინჯის ლაფშას დაასხით ადუღებული წყალი, გააჩერეთ 4-5 წუთი და გადაწყურეთ.

333 444

ლაფშა და ქათამი გადმოიღეთ თეფშზე, ლაფშას მოასხით სოიოს სოუსი, შეგიძლიათ მოაყაროთ დაჭრილი ქინძი და/ან პიტნა.

გემრიელად მიირთვით :)

mza_qatami_aziurad

 

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top