თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > პურის “პიცა”

პურის “პიცა”

ეს იდეა ბადი ვალასტროს ერთ-ერთი გადაცემიდან მოვიდა. ალბათ ყველას გაუგია ამ კონდიტერის სახელი :)  ჰოდა, მშვენიერი ტორტების გარდა, საკმაოდ მადისღმძვრელ კერძებსაც ამზადებს ხოლმე :)  ერთხელ ვუყურე, შუაზე გადაჭრილ პურის ბატონს მოთუშული ბოსტნეული რომ დაალაგა და ღუმელში მობრაწა.  მოვიძიე რაც მაცივარში მქონდა და აი შედეგიც

მე პური ნაჭრებად დავჭერი, წავუსვი ზეითუნის ზეთი, რომელშიც დაჭყლეტილი ნიორი იყო გარეული,  ზემოდან პამიდვრის სოუსი გადავუსვი,სულგუნის ნაჭრები დავადე (აბა, აქ მოცარელას სად იშოვი?) ბეკონი და დაჭრილი სოკოც მივამატე. ზემოდან ცოტა პიცის სუნელი მოვაყარე და ჩემი საყვარელი შავი პილპილი მოვაფრქვიე – რა თქმა უნდა, ახალდაფქული, სულ სხვა არომატი აქვს!

შემდეგ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგი სანამ ყველი  არ გადნა და ბეკონიც არ მოიბრაწა. გარწმუნებთ, ძალიან გემრიელია, ამასთან სწრაფი და უმარტივესი . მისი სხვადასხვა ვარიანტის მომზადებაც შეიძლება, იმის მიხედვით თუ რა უფრო გიყვართ. თქვენც სცადეთ :)

პ.ს.  ეს რეცეპტი იტალიურ ბრუსკეტას ჰგავს: ღუმელში შებრაწულ ნივრიან-ზეითუნის ზეთიან პურზე ალაგებენ ხოლმე დაჭრილ ბოსტნეულს, ძირითადად შეზავებულ პამიდორს ან პროშუტოს. თუმცა მე უფრო პიცის ხაზით წავედი და ამიტომ აღარ ვუწოდე კერძს ბრუსკეტა

კომენტარები

კომენტარი

2 thoughts on “პურის “პიცა”

Leave a Reply

Top