თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > შემწვარი კარტოფილი სულგუნით

შემწვარი კარტოფილი სულგუნით

მასალა:

  • კარტოფილი – 500 გრ
  • სულგუნი – 150–200 გრ
  • სანელებლები (სვანური მარილი, წითელი აჯიკა, ბაზილიკი) 50 გრ

წესით უნდა გამეკეთებინა შემწვარი კარტოფილი პარმეზანით, მაგრამ არც პარმეზანი მქონდა და არც მოცარელა, ასე რომ ჩავანაცვლე გემრიელი სულგუნით.

მაშ ასე, ვჭრით კარტოფილს პატარა კუბიკებად, ვამზადებთ სანელებლების ბუკეტს, ჩემ შემთხვევაში სვანური მარილი, მეგრული, წითელი აჯიკა (მწვანე ჯერ ვერ მაღირსა მეგრელმა ბებიამ) და ბაზილიკი (მწვანე რეჰანი ან შაშკვლავი), ამ ყველაფერს ვაყრით კარტოფილს (ტაფაში ჩაყრამდე) და კარგად ვურევთ ერთმანეთში.

ვაცხელებთ ტაფას (მე კი ვიცი რომ თქვენც გააცხელებთ მაგრამ მაინც ვწერ :D ), ცხელ ტაფაზე ვასხამთ ცოტა მზესუმზირის და ცოტა ზეთისხილის ზეთს (ჯანმრთელობისთვის) და ვყრით კარტოფილს, მას შემდეგ რაც კარგად შეიბრაწება კარტოფილი, ზემოდან ვაყრით წინასწარ გახეხილ სულგუნს და ვახურებთ სახურავს, გავაჩეროთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 3–4 წუთი, სულგუნი რომ კარგად დაადნეს კარტოფილს.

სულ ეს არის! რაც გამოვიდა ამას სიტყვებით ვეღარ გადმოვცემ (თავს ვიქებ) უნდა სცადოთ და დააგემოვნოთ!


Bon appétit!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შთაგონების წყარო http://bit.ly/o8XeiT

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

One thought on “შემწვარი კარტოფილი სულგუნით

Leave a Reply

Top