თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სასმელი (ალკოჰოლური/უალკოჰოლო) > პიტნის კოქტეილი

პიტნის კოქტეილი

ეს კოქტეილი უკვე შევიყვანე ჩემი ფავორიტების სიაში. როცა ძალიან, ძალიან შემაწუხებს სიცხე, ვამზადებ (2-3 წუთი სჭირდება), ნელ-ნელა ვწრუპავ და  ვტკბები. უგემრიელესია! იმდენად ადვილია და უბრალო, თავიდან არც კი მეგონა ასე თუ მომეწონებოდა :)   აუცილებლად გააკეთეთ :)

2 ულუფა:

6-7  ღერი პიტნა (შეგიძლიათ შეცვალოთ პიტნის ზომის/გემოვნების მიხ.)

2 ს.კ შაქარი

1   ლიმონი

1/2ჭ ძალიან ცივი წყალი

2 ჭ  ჭიქა ყინული

ბლენდერში ჩავყაროთ პიტნის ფოთლები, ცოტა ცივი წყალი, შაქარი  და ლიმონის წვენი ჩავაწუროთ .მაღალ სიმძლავრეზე დავაბლენდეროთ, რათა პიტნა კარგად დაქუცმაცდეს.  შემდეგ ყინული ჩავყაროთ და ასევე მაღალ სიმძლავრეზე ჩავრთოთ. ჩემს ბლენდერს ყინულისთვის ცალკე დანა მოჰყვება, კბილანებიანი, მაგრამ ჩვეულებრივიც გამოდგება.მივიღებთ  ყინულის ”ქვიშას” . გადავიტანოთ ჭიქებში, შევავსოთ დარჩენილი ცივი წყლით და მაშინვე მივირთვათ კოქტეილის საწრუპი ჩხირით. ძალიან გემრიელი და გამაგრილებელია. ნელ-ნელა ყინული დნება,მაგრამ სიცივეს ინარჩუნებს, ამიტომ შესანიშნავი სასმელია მეგობრების წრეში დასალევად: თან ვწრუპნით, თან ვსაუბრობთ :)

წყალი შეგვიძლია მინერალური ან გაზიანიც გამოვიყენოთ

კომენტარები

კომენტარი

3 thoughts on “პიტნის კოქტეილი

  1. fotoc ise momecona:P aucileblad gavaketeb advilia da martlac rom cxel dgeebshi miscreba iqneba:P

    p.s. xmeli pitna ar gamodgeba nin?

    1. ხმელი არა მგონია, ჯერ ერთი ეს ფერი არ იქნება :) თანაც ხმელ პიტნას ცხელ სითხეში ამატებენ უფრო. ნედლი აუცილებლად იქნება ბაზარში, ჯერ არის სეზონი

  2. უგემრიელესია, მე ისრაელში გავსინჯე პირველად და ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთ უმარტივეს და გემრიელ სასმელს ჩვენთან არ ვაკეთებთ. არადა, პიტნა და ლიმონი უნდა მარტო…

Leave a Reply

Top