თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > პიტნიანი აფუჩხა

პიტნიანი აფუჩხა

 

უმარილო ან ოდნავ მარილიანი ჭყინტი ყველი დაფშვენით და აურიეთ დანაყილი პიტნა და წითელი წიწაკა. თუ ყველი უმარილოა, პიტნა მარილთან ერთად დანაყეთ.

სუფრაზე მიტანისას თეფშზე დაგებული ღომის შუა ადგილი ცივ წყალში გავლებული კოვზით ჩააღრმავეთ და ამ ჩაღმავებულ ადგილას ჩაყარეთ პიტნიანი აფუჩხა. ცხელ ღომში ყველი ჩაიხარშება და ღომიც და ყველიც ძალიან გემრიელი იქნება.

ინგრედიენტები

  • 300 გრამი ყველი
  • პიტნა, წითელი წიწაკა, მარილი გემოვნებით

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top