თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სირთულის მიხედვით > მარტივი > პასტა პენე სოკოთი, ნაღებით და პიტნით

პასტა პენე სოკოთი, ნაღებით და პიტნით

მომზადების დრო: 15-20 წთ
ხარჯი: 6-7 ლარი
პორცია: 3 ულუფა

დღეს მთლიანი მარცვლისაგან (whole grain) დამზადებული მაკარონის (პასტას) გამოყენება გადავწყვიტე. ასეთი პასტა უფრო მუქია და უფრო უხეშიც მოხარშვის შემდეგ, ვიდრე თეთრი, წკრიალა და პრიალა ვარიანტი. სამაგიეროდ უფრო ჯანსაღია და ნაკლებად კალორიული.

მასალა:

  • პასტა (მაკარონი) – 300 გრამი (ფორმა – პენე)
  • ხახვი – 2 პატარა თავი
  • ნიორი – 2 კბილი
  • ნაღები – 1 ჭიქა (უმჯობესია 30%იანი და მეტი)
  • სოკო – 6-7 ცალი (პორტაბელა ან ქამა)
  • მარილი, შავი პილპილი, გამხმარი პიტნა – გემოვნებით
  • ზეთი (სასურველია ზეითუნის) ან 1 სუფრის კოვზი კარაქი – ჩასაშუშად

soko-xaxvi

 

ხახვი და ნიორი დავჭერი ძალიან წვრილად, მოვშუშე კარაქში, დავუმატე თხლად დაჭრილი სოკო, ოდნავ რომ მოიშუშა შემდეგ ნაღები. წამოდუღებისთანავე დავუმატე მარილი, პილპილი და ხმელი პიტნა. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ხმელი ბაზილიკიც (მწვანე რეჰანი).

 

pasta-mushroom-cream-lg

 

 

მიირთვით ცხლად :)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top