თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ხორცეული > პელმენების თემაზე

პელმენების თემაზე

ამ პოსტში ნახევარფაბრიკატების გაგემრიელებაზე მოგიყვებით.  ხშირად არ ვყიდულობ, მიმაჩნია, რომ არაჯანსაღი საკვებია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ვერ ვასწრებ საჭმლის მომზადებას, ან უბრალოდ მეზარება, ხასიათზე არ ვარ.  სწორედ ასეთ ”ერთ მშვენიერ დღეს” მოვამზადე ეს პელმენები. უბრალოდ მოხარშული მეტისმეტად უბრალო მეჩვენა და გამიჩნდა იდეა, სოუსითა და ყველით ღუმელში მომებრაწა. მოკლედ მისი გაკეთილშობილება გადავწყვიტე.  დეგუსტაციამ წარმატებით ჩაიარა, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და თქვენც გაგიზიარებთ.

სოუსი კიშ ლორენის რეცეპტიდან ვისესხე, თუმცა იმ მომენტში ნაღები არ მქონდა და არაჟნით ჩავანაცვლე. თანაც არაჟანი და პელმენი ხომ ცნობილი კომბინაციაა.

1 პაკეტი (500 გ) პელმენისთვის დაგჭირდებათ:

200-250 გ არაჟანი ან დაბალპროცენტიანი(10-20%) ნაღები

2 კვერცხი

შავი პილპილი და ცოტა მარილი

მწვანილი სურვილის მიხედვით (მე კამას ავირჩევდი)

ყველი თავზე მოსაყრელად

მოხარშული პელმენი გადაიტანეთ მსუბუქად ცხიმწასმულ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და დაასხით სოუსი.ცოტა შეანჯღრიეთ ჭურჭელი რომ სოუსი კარგად განაწილდეს.

მოაყარეთ ყველი და ღუმელში 200 გრადუსზე შედგით სანამ ყველი დადნება და დაიბრაწება. სულ ესა არის! უმარტივესია და ამავე დროს კერძი აღარ ტოვებს მარტივი ნახევარფაბრიკატის შთაბეჭდილებას.

თუ მწვანილის დამატებას გადაწყვეტთ, სოუსში გაურიეთ.

კომენტარები

კომენტარი

5 thoughts on “პელმენების თემაზე

  1. მე სოუსში ცოტა ნიორი დავუმატე და სუნელები რაც მქონდა სახლში.. ძალიან მოუხდა ))))) მადლობ იდეისთვის…

    1. მთლად გაგიკეთილშობილებიათ :) მიხარია რომ მოგეწონათ :)

      1. დიახ, მთელი ოჯახი კმაყოფილი დარჩა:) :) :) :)

    1. კვერცხი, არაჟანი (ან ნაღები) კამა, ცოტა მარილი, რადგან პელმენიც მარილიან წყალში იხარშება და ყველიც მარილიანია და ახალდაფქული შავი პილპილი. კიშის სოუსს მუსკატის კაკალიც სჭირდება, მაგრამ აქ არ დამიმატებია. თუ გინდათ, დაამატეთ :)

Leave a Reply

Top