თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > სახლში მომზადებული პელმენები

სახლში მომზადებული პელმენები

პელმენების სახლში გაკეთება ცოტა მოსაწყენი და დამღლელი საქმე კია, მაგრამ ათასში ერთხელ დროის გამონახვა ღირს. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ კი გიყვართ.  მეც იშვიათად ვაკეთებ, მაგრამ შედარებით ბევრს, მერე ვყინავ და საჭიროების მიხედვით  ვიყენებ. ჩემს შვილს უყვარს ძალიან და ძირითადად მას ვუმზადებ.

ამ რეცეპტით სუპერ ცომი გამოდის, ძალიან, ძალიან კარგი. მაგრამ ძნელი მოსაზელია და დიდ ენერგიას მოითხოვს. ხელის გულების ტკივილიც შეგახსენებთ თავს მეორე დღეს. ასეთი შესავლის შემდეგ თუ მაინც გადაწყვეტთ მომზადებას, შეგიძლიათ კითხვა განაგრძოთ :)

fdf

  • 800 გ ფქვილი
  • 350 მლ წყალი
  • 1 კვერცხი
  • მარილი

 

ფქვილს შევურიოთ მარილი, შემდეგ კვერცხი. დავასხათ წყალი და დავიწყოთ ზელვა. თავიდან ცომი კოშტებიანი და არა ერთგვაროვანია. როცა წყალი მთლიანად შეერევა ფქვილს, გადმოვიტანოთ ცომი მაგიდაზე და ხელის გულებით კარგად დავზილოთ. ამას რამოდენიმე წუთი დასჭირდება, ზედმეტი ფქვილის ან სითხის დამატება საჭირო არ არის, ცომი მაგარი უნდა იყოს, თანდათანობით ერთგვაროვანი, ელასტიური გახდება და ხელს აღარ მიეკრობა.  ამის შემდეგ ჩავაბრუნოთ ჯამში, თავზე გადავაფაროთ და დავასვენოთ 30-40 წუთი.

შეგვიძლია წინა დღით მომზადებული ცომი მაცივარში შევინახოთ და მეორე დღეს გამოვიყენოთ. გამოყენებამდე ცოტა ხნით ადრე ოთახის ტემპერატურაზე დავტოვოთ.

ცომი საკმარისია დაახლოებით 800 გ შეზავებული ფარშისთვის.

 

ამ პელმენებისთვის ფარში მოვამზადე ასე:

  • 600-700 გ ღორის ფარში (მე უცხიმო ხორცი შევარჩიე)
  • 1-2 თავი ხახვი
  • მარილი
  • პილპილი ან დაღერღილი წითელი წიწაკა

სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია დავამატოთ 1-2 კბ ნიორი და კამა (მე დავამატე და ძალიან უხდება )

ფარშს დავამატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ან გატარებული ხახვი, შევაზავოთ მარილით და პილპილით. შემდეგ უნდა დავასხათ წყალი, ამის გარეშე მზა პელმენი მეტისმეტად მშრალი გამოვა. წყალი იმდენი სჭირდება, რომ ფარში ცოტა შეთხელდეს, მაგრამ ძალიან წყალ-წყალაც არ უნდა იყოს, დაახლოებით 200-250 მლ.

პელმენების მოხვევისას, ფარშს კოვზით ამოვურიოთ ხოლმე, რათა წყალი ცალკე არ წავიდეს და თანაბრად განაწილდეს.

pelmeni

ხორციანი პელმენის  გარდა ამ ცომით შეგვიძლია მოვამზადოთ კარტოფილის და ხაჭოს ვარენიკებიც. მე ცოტა ცომი დამრჩა და ხაჭოს ვარენიკები მოვამზადე. ნაპირების ლამაზად ჩახვევა ვერა და ვერ ვისწავლე :D

varenik

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “სახლში მომზადებული პელმენები

Leave a Reply

Top