თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > კარგი ამბები > პელიონი – ახალი რესტორანი ბათუმში

პელიონი – ახალი რესტორანი ბათუმში

კიდევ ერთი კარგი ამბავი გვაქვს მათთვის, ვისაც ბათუმიც უყვარს, ქართული სამზარეულოც და დასავლური სტანდარტების მომსახურებაზეც გამოთქვამს პრეტენზიას.

1 კვირის წინ ბათუმს ვესტუმრეთ. აბა რა უნდა დააგემოვნო ბათუმში პირველ რიგში? რა თქმა უნდა, აჭარული ხაჭაპური. თუმცა, ამ ჯერზე ტრადიციული აჭარული ხაჭაპურის გასინჯვა ორი მიზეზის გამო გადავდეთ: ისე წვიმდა, რომ ჰილტონიდან ცხვირის გაყოფა არ მოგინდებოდა და მეორე, ჰილტონშივე გახსნილ ახალ, ძალიან ლამაზ რესტორანში – “პელიონი” ქართული სამზარეულოდან ჰქონიათ კერძები, აჭარული ხაჭაპურის ჩათვლით. თუმცა, ამაზე შემდეგ.

Hillton Batumi

მოკლედ, ახალგაზსნილი ჰილტონი ფანტასტიურად გამოიყურება, იდეალური ადგილმდებარეობა, ერთი მხრიდან ზღვის, მეორე მხრიდან კი – ბათუმის პარკისა და ტბის ხედი. წვიმა დავივიწყეთ და რესტორან პელიონს ვესტუმრეთ.

“In Greek mythology, Mount Pelion (named from the mythical king Peleus, father of Achilles) was the homeland of Chiron the Centaur, tutor of many ancient Greek heroes, such as Jason, Achilles, Theseus and Heracles”.

რესტორნის შესასვლელში ჰოსტესი (მასპინძელი) დაგვხვდა, ევროპული სტანდარტებითა და ქართული ტრადიციული ჩოხა-ახალუხით. საერთოდ, ქართული ეროვნული ტანსაცმლის ელემენტები ბათუმის ჰილტონის დრესკოდის ნაწილია და მშვენივრად არის თანამედროვე გარემოს შერწყმული. ერთი, რაც თვალში მომხვდა, როცა ჩოხამოხდენილი ბიჭი ბარგის წაღებაში დაგვეხმარა. მისი ფუნქცია არ იყო, მაგრამ შეწუხდა და ეს ამბავი, რაღაცნაირად, ძალიან მეუხერხულა :D

pelion_hostess

 

მოკლედ, მთავარზე გადავიდეთ.

 

ჩავუჯექით მენიუს. ფასები ნორმალურია. უფრო იაფი, ვიდრე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს რესტორანში ველოდი და ცოტა უფრო ძვირი, ვიდრე ქალაქში არსებულ მეზობელ კაფე-რესტორნებში.

 

თავიდანვე თვალშისაცემი იყო, რომ ტრადიციულ ქართულ კერძებს აქ მთლად ტრადიციულ ფორმაში არ მოგვართმევდნენ. მაგალითად, ჩაქაფული ტკაცუნა ლავაშით თავმოკრული მოაქვთ,  ხოლო ღომი ნამდვილი ღომის მარცვლებისგან მზადდება და ტრადიციული ღომის გემოს ნამდვილად არ მოგაგონებთ. ღომის მარცვლები შეზავებულია ნაღებით, სოკოთი, თავზე კი შებრაწული ყველი და ხახვის უუგემრიელესი ხრაშუნა ბუწუწები ადევს.

 

პელიონი - ღომის ღომი

 

საბედნიეროდ, პელიონის პერსონალს არ გაუკვირდა ფოტოაპარატების დანახვა და დიდი რუდუნებით მომზადებული კერძების გაცივებაც გვაპატია, სანამ ფოტოებს ვუღებდით. არამარტო გვაპატია, დაგვეხმარა კიდეც :D

 

მოკლედ, ღომი გამიცივდა. შემდეგ ჯერზე აუცილებლად ფოტოს გადაუღებლად შევირგებ :D

 

ღომის ღომი  - პელიონი

 

ამასობაში, ფიქრიამ გადაწყვიტა, უარი ეთქვა კულინარიულ ახირებებზე და ცხოვრებაში მეორედ გაესინჯა თევზი.

 

თევზი ბოსტნეულის გარნირით - პელიონი

 

პელიონი

 

არც უნანია.

თევზი ბაჟეს სოუსით და ბოსტნეულით ლამაზის გარდა ნაზი და გემრიელიც იყო.

თევზი ბაჟეს სოუსით - პელიონი

 

ნამგზავრებს და საკმაოდ დაღლილებს, განსაკუთრებული მადა არ გვქონდა, მაგრამ მენიუში აღმოჩენილი ჰილტონ ბათუმის ხაჭაპურის ცდუნებას (პომიდვრის სოუსით და ბეკონით) ვერ გავუძელით და შევუკვეთეთ.

 

და ეს აღმოჩნდა, არც მეტი, არც ნაკლები, სულ სხვანაირი აჭარული ხაჭაპური <3 – ქართული ხაჭაპურისა და იტალიური პიცის შვილი -> ჩემი ახალი სიყვარული

 

ჰილტონ ბათუმის ხაჭაპური

 

 

ამ ხაჭაპურში ქართულ და ევროპულ ყველს ზომიერად და გემოვნებით ერწყმის პომიდვრის სოუსი და ბეკონის ნაზი ნაჭრები. შეგიძლია თვალები დახუჭო და იგრძნო ერთდროულად ცოტა იტალია და ცოტა აჭარა :)

 

ჰილტონ ბათუმის ხაჭაპური

 

 

ამ ხაჭაპურის კალორიები არ მიკითხავს და არ დამითვლია, მაგრამ შეგრძნებით ისეთი მსუყე არ არის, როგორც ტრადიციული აჭარული. ალბათ იმიტომ, რომ ამას კარაქი არ ჰქონდა დამატებული.

ეკა - ჰილტონ ბათუმის ხაჭაპური

 

 

ახლა მინდა, რომ სააოცარ დესერტებზეც მოგიყვეთ, მაგრამ აჯობებს ამას ცალკე ბლოგპოსტი მივუძღვნა (აუცილებლად დააჭირეთ აქ!)

მანამდე კი, ამ ყველაფრის ფასებს გაგაცნობთ, რაც ფოტოებზეა გამოსახული:

  • ღომი ნაღებით, შერეული სოკოთი და ხრაშუნა ხახვით – 9 ლ
  • კალმახის ფილე ბაჟეს სოუსში, ბარდა, კარტოფილი და ბროწეული – 15 ლ
  • ჰილტონ ბათუმის ხაჭაპური პომიდვრის სოუსით და ბეკონით – 18 ლ

 

ახლა კი

პელიონის საოცარი დესერტები!

 

ფოტოები (c) Ratatui Food & Media, Hilton Batumi

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

5 thoughts on “პელიონი – ახალი რესტორანი ბათუმში

  1. mobrzanditttt yvelas mteli gulit gelodebit gelionshiiiiiiiiiiii….madlobas gixdit mteli samzareulos gundis saxelit.

Leave a Reply

Top