თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სად რა ვჭამოთ > ფელამუშის საოცრება – სიამოვნებანი პელიონიდან

ფელამუშის საოცრება – სიამოვნებანი პელიონიდან

წინა პოსტი, სადაც ბათუმის ახალი რესტორნის, პელიონის შესახებ გიყვებოდით, შთაბეჭდილებების დასატევად საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ დესერტებზე ცალკე უნდა გიამბოთ.

 

პირველი, რაზეც გამეღიმა, დესერტებს აქაურ მენიუში “სიამოვნებანი” (ინგლისურად – Guilty Pleasures) ჰქვია. უკვე გაცდუნებს, ესე იგი, კალორიების თვლას უნდა შეეშვა, რაღაც უნდა გააფუჭო და მერე ამ ცუდი საქციელით ტკბობას მიეცე.

 

შერბეთი და ნაყინიო, მომწარო შოკოლადის ნამცხვარი უფქვილოდო, ხილის თეფში პიტნის სიროფითო, კლასიკური ტირამისუო და ა.შ.

ყველაზე საინტერესოდ მწარე შოკოლადის ნამცხვარი (8 ლ) და ფელამუშის პუდინგი (12 ლ) გვეჩვენა.

მწარე შოკოლადის ნამცხვარი იყო მსუბუქი, ტკბილი, არომატული.

 

მწარე შოკოლადის ნამცხვარი პელიონიდან

მწარე შოკოლადის ნამცხვარი უფქვილოდ

 

მეორე დესერტი მე ავირჩიე, მაინტერესებდა, ევროპული ტიპის რესტორანს როგორ შეუთავსეს და როგორ გააპუდინგეს ფელამუში.

 

ახალი ამბავი არ არის, რომ ქართველებს დესერტების და ტკბილეულის დიდი არჩევანი არ გვაქვს. ჩურჩხელა და ფელამუში, გოზინაყი და… კიდევ რამე გახსენდებათ? ქადა და ნაზუქი? მოკლედ, ფრანგებს, იტალიელებს და ევროპელებს ძალიან ჩამოვრჩებით კრეატიულობაში. ამისთვის, პრინციპში, არც ბევრი დრო გვქონია გამუდმებული ომების გადამკიდე და არც ალბათ, ბევრი ფანტაზია.

 

სამაგიეროდ, რაც გვაქვს მართლაც ძალიან გემრიელია და სწორი პოზიციონირება რომ შევძლოთ, ნამდვილად გავაოცებთ შინაურს თუ სტუმარს.

 

ზუსტად ასე მოქცეულან ქართველი და უცხოელი შეფმზარეულები პელიონში და ჩვეულებრივი ქართული ფელამუშიდან, გემოსა და ტრადიციების შეუცვლელად, შეუქმნიათ ეს ცივი დესერტი, ცოცხალი ხილითა და არომატული ნაყინით.

 

ეს არის რაღაც საოცრება. უცებ გავხდი ამაყი, რომ თურმე ჩვენს გვაქვს დესერტი, რომელიც ტრადიციებს, ქართულ ისტორიას, გემოსაც ასახავს და 2015 წლის სტანდარტებსაც პასუხობს. არ ვიცი რამდენად კარგად ვხსნი, მაგრამ როცა ბათუმში მოხვდებით, აუცილებლად შეიარეთ და გასინჯეთ, დატკბით და იამაყეთ <3

ფელამუშის პუდინგი პელიონიდან

 

განსაკუთრებული მადლობა მინდა მზარეულებს ვუთხრა სითამამისთვის :)

ფელამუში პელიონიდან

 

 

შემდეგ პოსტში მოგიყვებით, როგორ შეგვიყვარდა შეფმზარეული ;)

 

მომავალ შეხვედრამდე.

 

პ.ს. თუ არ გინახავთ, აუცილებლად წაიკითხეთ პოსტის დასაწყისი აქ.

 

ფოტოები (c) Ratatui Food & Media, Hilton Batumi

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top