თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ტკბილეული > Peanut butter cookies- არაქისის ნამცხვრები

Peanut butter cookies- არაქისის ნამცხვრები

Peanut butter cookies  ამერიკაში საკმაოდ გავრცელებული ხრაშუნა ნამცხვრებია არაქისის კარაქით.  რეცეპტი მრავალნაირი არსებობს, თუმცა ეს რეცეპტი  განსხვავდება იმით რომ ფქვილი არ სჭირდება და ამასთან უმარტივესი გასაკეთებელია. მზა ნამცხვარს უფქვილობა საერთოდ არ ეტყობა, საკმაოდ ხრაშუნა და ფხვიერია, არაქისის მკვეთრი გემოთი.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო რომ საყიდლებზე წასულმა არაქისის კარაქიც გამოვაყოლე ხელს. სახლში ყველამ ცხვირი ამიბზუა, არ მოეწონათ და არც შეჭამეს. ხომ არ გადავაგდებდი, გადავწყვიტე რამენაირად ამეთვისებინა და რეცეპტების სკივრი მოვქექე. ყველაზე ადვილი, მცირე ინგრედიენტებიანი ვარიანტი ამოვარჩიე და აი შედეგიც.

peanut cooki

1 ჭიქა შაქარი

1 ჭიქა არაქისის კარაქი

1 დიდი კვერცხი, მსუბუქად ათქვეფილი

ვანილი

მსხვილი მარილი

 

საზომად გამოიყენეთ ერთი და იგივე ჭიქა, ხოლო ინგრედიენტები ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს.

შაქარი, არაქისის კარაქი და კვერცხი მოათავსეთ თასში ,კოვზით ან კულინარიული ნიჩბით კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. გააკეთეთ პატარა ბურთულები და დაალაგეთ თუნუქის ფურცელზე. თავზე ჩანგლით შეგიძლიათ ორნამენტები გაუკეთოთ, თან მსუბუქად დააბრტყელოთ.   ზემოდან მოაფრქვიეთ ცოტა მსხვილი მარილი.

peanut

შედგით გამოსაცხობად 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 8-10 წუთით.

18 საშუალო ზომის ნამცხვარი გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top