პასტა ფუზილის გრილი სალათი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > პასტა ფუზილის გრილი სალათი

პასტა ფუზილის გრილი სალათი

ეს სალათი პირველად ჩემმა მეგობარმა მომიმზადა და გამაცნო როგორც გერმანული სალათი.  სალათის მეგობრისეულ ვერსიას ასევე ჰქონდა წვრილად დაჭრილი ძეხვი და მაიონეზი.  მე ამ ორი ინგრედიენტის გამოკლებით მოვამზადე, თუმცა თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ ძეხვი ან ქათმის ხორცი, ასევე მაიონეზი ან შეკმაზული არაჟანი.

სალათის მომზადება ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ერთი შეკვრა (500 გრამი) პასტა მოხარშეთ მარილიან და ზეითუნის ზეთიან წყალში. ნებისმიერი პასტა გამოდგება, გარდა სპაგეტისა, რომელიც სასალათედ ცოტა მოუხერხებელია. ამ შემთხვევაში პასტა ფუზილი ავირჩიე (ხრახნისებური ფორმის). მოხარშვის შემდეგ ფუზილს თუშფალანგში ვაგრილებთ, ვიდრე სხვა ინგრედიენტებს მოვამზადებთ.

kitripomodori

პომიდორი, კიტრი და ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ და დავჭრათ სასურველ, მოსახერხებელ ნაჭრებად.  პომიდორი უნდა იყოს კარგი სასალათე, არარბილი, რათა სალათში ფორმა შეინარჩუნოს, დაგჭირდებათ გახეხილი ყველიც.

dachrilikitri

ამის შემდეგ ავიღოთ ერთი დიდი სასალათე მათლაფა, და ჩვენი ინგრედიენტები ფენა-ფენა გავანაწილოთ, პასტა, პომიდორი, კიტრი, ბულგარული წიწაკა და ყველი.

მარილი, ქორფა ან ხმელი ბაზილიკი გემოვნებით.

მომზადებული სალათი შედგით მაცივარში.

makaronissalati

 

ინგრედიენტები: 

500 გრ პასტა ფუზილი

2 საშუალო ზომის პომიდორი

2-3 კიტრი

1დიდი ბულგარული წიწაკა

ბაზილიკი, ორეგანო, მარილი გემოვნებით

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top